|
2016-12-07 16:47:24, 1655 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: სხვადასხვა შეთანხმების ხელმოწერით, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შთანთქმა ხორციელდება
ამერიკული გამოცემა POLITICO საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც ძირითადად საქართველო- ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხსა და რუსეთთან ურთიერთობას ეხება. ჟურნალისტი დევიდ ჰერცენჰორნი დაინტერესდა, ასრულებს თუ არა ევროკავშირი საქართველოსთვის მიცემულ დაპირებებს, განსაკუთრებით, საქართველოს მხრიდან დასავლეთთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით. „თუ ვიზების ლიბერალიზაციას გულისხმობთ ეს საკითხი როგორღაც შეფერხდა ევროპულ ინსტიტუტებს შორის. ვიზების ლიბერალიზაციას აქვს უზარმაზარი გარდამქმნელი ძალა, რომელიც ამოძრავებს რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების პროცესს. გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხი წარმატებით გადაწყდება“,-ამბობს კვირიკაშვილი. გარდა ამისა, როგორც ინტერვიუს ავტორი აღნიშნავს, კვირიკაშვილმა ძალიან მაღალი შეფასება მისცა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით მიღებულ სარგებელს, როგორც უდიდეს მიღწევას, რომელიც საქართველოს აქცევს ევროპის სტრუქტურის ნაწილად ჯერ კიდევ ევროპულ ოჯახში მის გაწევრებამდე“. ჰერცენჰორნის კითხვაზე- რას ფიქრობთ ესტონეთის, მოლდოვისა და ბულგარეთის ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით,, ასახავს თუ არა ისინი კურსის შეცვლას რუსეთის მიმართულებით, კვირიკაშვილი ამბობს, რომ არჩევნებიდან არ გასულა საკმარისი დრო, რათა იმსჯელონ, იხრებიან თუ არა ეს ქვეყნები მოსკოვისკენ: „ჩემი აზრით, უბრალოდ უნდა დაველოდოთ მათ შემდგომ ნაბიჯებს“,-აცხადებს პრემიერი. დევიდ ჰერცენჰორნმა გიორგი კვირიკაშვილთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მსგავსი ვარაუდები რუსეთისკენ კურსის შეცვლის შესახებ გამოითქვა 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. პრემიერი ირწმუნება, რომ ვარაუდები, თითქოს „ქართული ოცნება“ არ არის ისეთი პროდასავლური, როგორც წინამორბედები, რეალობისგან ძალიან შორსაა. „ რით განვსხვავდებით ჩვენ? იმით, რომ ჩვენ უფრო პრაგმატული ვართ და ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის დეესკალაციას. და რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ უზრუნველვყოთ სათანადო სტაბილურობა რეგიონში, პირველ რიგში, ვიყოთ თანამიმდევრული დასავლეთთან, ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებით და, რა თქმა უნდა, შევქმნათ ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი სტაბილურობა. რასაკვირველია, ჩვენ გვინდა ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ამისთვის აუცილებელი პირობაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ინტერვიუს ავტორი ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ეგრეთ წოდებული ცხინვალის რეგიონი საქართველოში) ოკუპაციას, ხოლო სასაზღვრო ხაზი, როგორც ჩანს, დღესაც მიიწევს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში. „ჩვენ ვთვლით, რომ თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა შეთანხმების ხელმოწერით ხორციელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი შთანთქმა რუსეთის პოლიტიკური, სამხედრო და ბიუროკრატიული სივრცის მიერ. რასაკვირველია, ეს ძირს უთხრის სტაბილურობას რეგიონში. მიუხედავად ამისა, ჩვენ განუხრელად ვაგრძელებთ ჩვენი პრაგმატული დეესკალაციის პოლიტიკის გატარებას, რადგან ვაცნობიერებთ, რომ არ არსებობს ამ კონფლიქტის მოგვარების სამხედრო გზა. ეს ძალიან რთული საკითხია“,-აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი ამერიკულ გამოცემა POLITICO-ს ჟურნალისტთან ინტერვიუში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)