|
2016-12-07 16:30:44, 2267 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ჯგუფის ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებზე მომუშავე გლობალური პრაქტიკის ჯგუფის დირექტორ სესილ ფრუმანს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მაკროეკონომიკურ ვითარებაზე, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებსა და საინვესტიციო გარემოზე წარიმართა. მხარეებმა, ასევე, გაამახვილეს ყურადღება მსოფლიო ბანკის ჯგუფთან არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე. პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის ხედვებზე, აგრეთვე, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის ახალი ბაზრების მოძიებაზე, საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიმდინარე პროექტები, რომლებიც მიმართულია სექტორულ დონეზე ინვესტიციების მოზიდვაზე, სტარტაპებისა და ინოვაციების ხელშეწყობაზე, საბაჟო და საგადასახადო რეფორმების გატარების ხელშეწყობაზე. აგრეთვე საუბარი წარიმართა ახალ პროექტზე, რომლის მიზანსაც ვაჭრობის განვითარება და ინვესტიციების ხელშეწყობა წარმოადგენს. მხარეებმა განსაკუთრებულად განიხილეს საქართველოში ეროვნული ინოვაციური ეკონომიკის პროექტიც, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მთელი ქვეყნის მასშტაბით ინოვაციების ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც გულისხმობს 2020 წლისთვის 8 რეგიონული ინოვაციების ჰაბების შექმნას დიდ ქალაქებში და 50 ინოვაციების ცენტრების შექმნას შემოგარენ სოფლებში. აღნიშნული ინოვაციები ინფრასტრუქტურა შექმნის 100-ზე მეტ სამუშაო ადგილს. ინოვაციების ინფრასტრუქტურის ბაზა ასევე უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის კომპიუტერული წიგნიერების დონისა და სამეწარმეო თუ სხვა საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლებას შემდგომი დასაქმების მიზნით. 2020 წლისთვის 150 000 ბენეფიციარი ისარგებლებს ინოვაციების ინფრასტრუქტურითა და შეთავაზებული სერვისებით. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და მსოფლიო ბანკი გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)