|
2016-12-06 11:02:21, 1781 ნახვა
სამართალი
შსს-ს აკადემიამ დისტანცური სწავლების პირველი კურსი დაიწყო
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს აკადემიამ დისტანციური სწავლების მეთოდი დანერგა. შსს-ს ინფორმაციით, დისტანციური სწავლების პირველ კურსს შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლები გაივლიან. უწყების ცნობით, აღნიშნული კურსი ადამიანის უფლებებს, არასრულწლოვანთა დაკავების რეგულაციებს, ჯანდაცვას და დროებითი მოთავსების იზოლატორებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს მოიცავს. სწავლებას აკადემიის შესაბამისი დარგის ლექტორები უძღვებიან. პირველ ეტაპზე, საქართველოს რეგიონებიდან, შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ოცი თანამშრომელი გადამზადდება. პირველ დისტანციურ ლექციაში მსმენელები საქართველოს ათი ქალაქიდან ჩაერთნენ. ლექციას აკადემიაში შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი უშანგი პაპუაშვილი ესწრებოდა. შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ კი მსმენელებს თელავიდან მიმართა და სასწავლო კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა. დისტანციური სწავლების მიზანია შსს-ს თანამშრომლებისთვის და აკადემიის მსმენელებისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. მსგავსი ტიპის სწავლების დანერგვა ხელს შეუწყობს სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი, საპოლიციო ფუნქციების განმახორციელებელი, აკადემიური განათლების მქონე პოლიციელების მომზადებას. დისტანციური სწავლება შესაძლებელია უკვე საქართველოს 10 ქალაქში: ზესტაფონში, სამტრედიაში, თელავში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ბორჯომში, გორსა და რუსთავში. შსს-ს აკადემია აღნიშნული სერვისის განვითარებას და უახლოეს მომავალში ქვეყნის ყველა რეგიონში დანერგვას გეგმავს.
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)