|
2016-12-05 13:22:35, 1034 ნახვა
პოლიტიკა
დავით დარჩიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას არ გამორიცხავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი პარტიის დატოვებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. დარჩიაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსვლის შესაძლებლობას ენმ-ს თავმჯდომარესთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირებს. „ვაჰ, რა შემოტევაა. ზოგმა - მოღალატეო, ზოგმა - სიტყვის გამტეხიო, მანდატს თავზე დაგახევთო, მიშას შეუცვლელად თვლიდი, ახლა დაგავიწყდაო. . . ერთი პირობა, იფიქრებს კაცი, გავეშვა, რაც უნდა ის უთქვამთ თუ უქნიათ. მაგრამ რახან განგებამ ფბ-ზე დაგვაკავშირა, ერთად გეტყვით და მერე ყველამ თავისი არჩევანი გააკეთოს: 1. ყრილობაზე "ბილეთი" დელეგატის მანდატია, ხომ? ვთქვი არ ავიღებ თქო და არ ავიღებ. ამით მოხდება ის, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებ. იქ თუ მაინც მოვედი, ეს პარტიული მეგობრების სურვილით მოხდება - თუ მეტყვიან, რომ აზრი უნდა გამოვხატო. თქვენც გაგეხარდებათ: საშუალება მოგეცემათ თქვენი ვაჟკაცობა ცხადში დაადასტუროთ, თორემ ფბ-ზე მუქარები რა საკადრისია? 2. კი, მიშა და ნაციონალური მოძრაობა ერთიანად მიმაჩნდა 2015 წლის დასაწყისში (მიტრიალებენ ძველ პოსტსა თუ კომენტარს, ადრე ასე ფიქრობდი და ახლა დაგავიწყდაო). და რა გინდათ, ამით რომ თქვათ? ამის მერე ხდება ისეთი მოვლენები, რამაც 2016 წლის არჩევნების შემდეგ მიმიყვანა აზრამდე, რომ მიშა უნდა დარჩეს ენმ-ს დამფუძნებლად (ისტორიაა, ამას ვერავინ შეცვლის), დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიულ სიმბოლოდ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტად, მაგრამ, სანამ იგი არ ჩამოვა, პარტიის შიდა მართვაში არ უნდა მონაწილეობდეს. არ გამოდის სხვაგვარად პარტიის ფუნქციონირება: ინტრიგების, დაპირისპირებების მეტს არაფერს უწყობს ეს ხელს. გადაწყვეტს ყრილობა სხვანაირად? ანუ, მოხდება ენმ-ში შიდაპარტიული რევოლუცია? კი, ბატონო: მე, ალბათ, გავალ უკვე პარტიიდანაც. ალბათთქო, იმიტომ ვამბობ, რომ ვის შეხედულებებსაც პარტიის ტაქტიკაზე დღეს ვიზიარებ, არ მინდა მივატოვო უმცირესობაში. თუმცა, არა მგონია, განსხვავებული აზრის ატანა მოხდეს ყრილობის შემდგომ ენმ-ში და ალბათ ყველას გასვლა აჯობებს, ვინც ყრილობის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება. ეს არის და ეს. ახლა კი გთხოვთ, ემოციები დაიოკეთ და უზრდელურ კომენტარებს ნუ დაწერთ. თუ ვერ იოკებთ, თავდასხმა გინდათ, არსად არ გავრბივარ. შეგიძლიათ მიპოვნოთ პარტიის ოფისში (ჯერჯერობით), ილიას უნივერსიტეტში, "დამიპადიეზდოთ", - წერს დარჩიაშვილი. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ინფორმირებულმა წყარომ „ექსპრესნიუსს“ აცნობა, რომ გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელი და აკაკი ბობოხიძე ცდილობენ, 2000 კაციანი ყრილობა გამართონ, სადაც ყრილობის დელეგატები პარტიის ლიდერად ბოკერიას არჩევას დაუჭერენ მხარს. აღნიშნულ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან პარტიის სხვა ლიდერები- ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, აკაკი მინაშვილი და სხვები. აღნიშნული პირები ბოკერიასგან და მისი მხარდამჭერებისგან კატეგორიულად მოითხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალათასიანი ყრილობის გამართვას, სადაც პარტიის დელეგატები რეგიონებიდან ლიდერად კვლავ მიხეილ სააკაშვილს აირჩევენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ „ნაციონალურ მოძრობაში“ უთხრეს, გიგა ბოკერიას არგუმენტია, რომ პარტიას მრვალათასიანი ყრილობის გასამართად ფული არ აქვს. ინფორმირებული წყარო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია, „ექსპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ პოლიტსაბჭოს დიდი ყრილობის ეშინია და პარტიის ამავე ორგანოს უნდა, ძალადობის და იძულების გზით პარტიის უმცირესობის მმართველობა დააკანონოს. ამასთან, 2000 კაციანი ყრილობა, რომლის მოწვევასაც იანვრის ბოლოს გიგა ბოკერია გეგმავს, ძირითადად პარტიის მმართველი რგოლისგან, რეგიონალური თავმჯდომარეებისგან და სხვა აქტივისტებისგან შედგება და ისინი ბოკერიას უჭერენ მხარს. ამასთან, ბოკერია გეგმავს საბიუჯეტო ჩარიცხვიდან დელეგატებს 100-100 ლარი გადაუხადოს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაოფიციალურად ამბობენ, რომ სააკაშვილისა და ბოკერიას მომხრეებს შორის დაპირისპირება გარდაუვალია.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)