|
2016-12-05 09:44:09, 1948 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქმიანი ვიზიტით ტექნოპარკს ეწვევა
5 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკს (ინოვაციების ქუჩა #7, თბილისი, ოქროყანა) საქმიანი ვიზიტით მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი ეწვევა. შეხვედრას დაესწრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები და სტარტაპ საქართველოსა და ინოვაციების სააგენტოს პროგრამა ,,ბიზნეს ინკუბატორის" გუნდები. ვიზიტის ფარგლებში სირილ მიულერი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ძირითად პროგრამებს, პროექტებს, სერვისებსა და სამუშაო პროცესებს გაეცნობა. შეხვედრის სამუშაო თემები შეეხება სახელმწიფოს ხედვას ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის კუთხით, საქართველოს გლობალურ ინდექსებში გაუმჯობესების შედეგებს, სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებას, მისი ფორმირების პროცესებსა და ინოვაციების სააგენტოს ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებს. დამწყებ ბიზნესმენებს საშუალება მიეცემათ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს წარუდგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები, გააცნონ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს აღნიშნული სფერო დგას. შეხვედრაზე ასევე განიხილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის და ინოვაციების სტრატეგია. (NS)
ალიევი: ზანგეზურის დერეფანზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი მომავალ წელს დასრულდება
სტუბი: შვიდი ფინური კომპანია აფართოებს თანამშრომლობას უკრაინასთან თავდაცვის ტექნოლოგიების სფეროში.
ნორვეგია 2027 წელს უკრაინას დაახლოებით 9.2 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუგზავნის
პაპმა ქრისტიანებს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ ომს, პოლარიზაციასა და დაყოფას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განმარტა, თუ სად გაგზავნის პუტინი 300 ათას ახლად მობილიზებული ჯარისკაცს
სიბიგა კიევში ევროპის ექვსი ქვეყნის ლიდერებს შეხვდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)