14:15 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-04 12:44:08, 803 ნახვა

რეგიონი
ბათუმში შტორმის შედეგად ბულვარის ტერიტორიასა და სასეირნო ბილიკზე ქვიშა და ნატანია ამოყრილი

გუშინ ბათუმში და  ზღვისპირა ზოლში განვითარებულმა უამინდობამ, ძლიერმა ქარმა  და შტორმმა  გამოიწვია სანაპირო ზოლის დანაგვიანება.

 ძლიერი ღელვის შედეგად ბულვარის ტერიტორიასა და სასეირნო ბილიკზე ამოყრილია ქვიშა და ნატანი. 

მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე  ვითარებას ადგილზე გაეცნო. 

ბულვარის დირექტორმა მთავრობის თავმჯდომარეს ამ დროისათვის არსებული მდგომარეობა გააცნო.

როგორც პატარაძემ აღნიშნა, ხუთ ბალიანმა შტორმა ბათუმის სანაპირო ზოლის დანაგვიანება გამოიწვია.

,,დღეს დილიდან ბათუმის აკვატორიაში დაიწყო სრულმასშტაბიანი სამუშაოები.გუშინ ღამით განვითარებულმა 5 ბალიანმა შტორმმა გამოიწვია ბათუმის სანაპირო ზოლის დანაგვიანება. ახალი ბულვარის სანაპირო ზოლში და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოყრილია ქვიშა და ნატანი. მობილიზებულია სპეციალური სამსახურები, რომლებიც საგანგებო  რეჟიმში მუშაობენ. ძალიან მალე ბათუმის ბულვარი მიიღებს ჩვეულ იერსახეს.დასუფთავდება და მოწესრიგდება ტერიტორია. შტორმის შედეგად მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს უკვე იწყება ნაპირსამაგრი სამუშაოები. სწორედ ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის არის ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯები, რომელთა გამოყენება მიმდინარე წელს უკვე დაიწყო და 2017 წელსაც გაგრძელდება',- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

გაწმენდითი სამუშაოები დილის 6 საათიდან დაიწყო.

კერძოდ, სუფთავდება შტორმული პროცესების შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლი. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ბათუმის ბულვარის შესაბამისი სამსახურები, სამაშველო სამსახურები და შპს „სანდასუფთავება". მობილიზებულია ასევე სპეციალური ტექნიკა.

ამ დროისათვის ბათუმის ბულვარში სტაბილური მდგომარეობაა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics