23:55 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 19:07:42, 1103 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: საქართველო ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია

ვფიქრობ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ძლიერ პარტნიორობას, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში განვავითარეთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გიორგი კვირიკაშვილს ავღანეთის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

"უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს და მის სამხედროებს სწრაფი რეაგირების ძალებსა და ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისთვის. ასევე მადლობას გიხდით ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის დროს ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმისთვის. ისინი მოქმედებდნენ ძალიან მამაცად. ვიცი, რომ ერთი ადამიანი დაშავდა, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ შეაქვს საქართველოს ჩვენს ერთობლივ უსაფრთხოებაში წვლილი და ადასტურებს თქვენი სამხედროების მნიშვნელოვან როლსა ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, შეხვედრის დროს მათ ნატო-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო მეტ გაღრმავებაზე ისაუუბრეს. 

"საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია ნატო-სთვის, განსაკუთრებით კი შავი ზღვის რეგიონში. საქართველოს აქვს ყველა რესურსი, რომ ნატო-ს წევრი გახდეს. ნატო ყოველთვის გამოუცხადებს საქართველოს დიდი მხარდაჭერას, პატივს სცემს და აღიარებს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ამასთან, მან საქართველოს პრემიერ მინისტრს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ჩატარებული არჩევნები დადებითად შეაფასა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics