23:58 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 18:53:52, 948 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციიდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელი, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით, უაღრესად დინამიური და ნაყოფიერი იყო: ჩატარდა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომა; ვარშავაში, პირველად ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში, გაიმართა NGC-ის შეხვედრა ნატო-ს სამიტის ფარგლებში და მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე; თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა ჩრდილოატლანტიკური საბჭო; გაიმართა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები და წლის განმავლობაში მიღწეულ იქნა ხელშესახები პროგრესი ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის კონტექსტში.

გიორგი კვირიკაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ მდგომარეობაზე და ხაზი გაუსვეს ნატო-ს ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას, მხარეებმა აღინიშნეს, რომ 2016 წლის 22 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას და ზოგადად სტაბილურობას რეგიონში. აღნიშნულთან დაკავშირებით,  პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს და ალიანსს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების მიმართ და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ნატოს სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics