|
2016-12-02 15:37:48, 1089 ნახვა
რეგიონი
ლევან გორგილაძე შშმ პირთა საკითხებზე გამართულ დისკუსიას დაესწრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე და მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, შშმ პირთა საკითხებზე გამართულ მრგვალ მაგიდას დაესწრნენ, თემაზე - „საჭიროების როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისათვის“. „დღეს, სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამები ორიენტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დახმარებებზე. ჩვენ უნდა დავიწყოთ ზრუნვა შშმ პირთა შესაძლებლობების გაზრდასა და გამოვლენაზე, მათ კონკურენტუნარიანობასა და სოციალურ ინტეგრაციაზე“, - განაცხადა ლევან გორგილაძემ. დისკუსია პროექტ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირების“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ააიპ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია შშმ პირთა უფლებების დაცვის გაეროს 2006 წლის კონვენციის იმპლემენტაციისა და ადგილობრივი კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობა, თბილისში, აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში შშმ პირთა ორგანიზაციების გაძლიერებითა და იურიდიული სერვისების განვითარების გზით. მრგვალ მაგიდას საქართველოს პარლამენტის წევრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან, რეგიონების მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)