04:50 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 12:10:49, 1785 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
გვენეტაძე: რაც გუშინ სავალუტო ბაზარზე ხდებოდა გარკვეული მოლოდინებიდან შემქნილი აჟიოტაჟი იყო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ის რაც ხდებოდა გუშინ სავალუტო ბაზარზე, გარკვეული მოლოდინებიდან შემქნილი აჟიოტაჟი იყო.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მოლოდინებს გარკვეული ფაქტორები განაპირობებს და რთულია განცალკევება.

„მოგეხსენებათ, რომ დოლარის კურსი ისტორიულად გაიზარდა, ამავე დროს მოხდა გაუფასურება ჩვენი მეზობელი ქვეყნების ვალუტისა. ყველაფერმა ერთად ითამაშა თავისი როლი. ბაზრებს სამწუხაროდ ახასიათებს ასეთი მოვლენა, რომელსაც ჰქვია „ოვერშუთინგი“, ანუ იმ დონეზე მაღლა ასვლა მოკლე პერიოდში, რასაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებენ. როგორც წესი ამას მოყვება ხოლმე ისევ ძველი დონისკენ ჩამოსვლა. გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება და ალბათ არ იყო ეჭვი იმაში, რომ ეს პროცესი უნდა შებრუნებულიყო“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა გუშინ ბაზარზე სპეკულაციები, სებ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ბაზარზე არიან მყიდველები, არიან გამყიდველები და გარკვეულწილად შეიქმნა დროის მოკლე მონაკვეთში განსხვავება, დისპროპორცია მყიდველებსა და გამყიდველებს შორის".

"ის ფაქტორები, რომლებიც არსებობდა მიუხედავად ისტორიულად გამყარებული დოლარისა, მაინც არაფრით არ მიანიშნებდა იმაზე, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, უნდა მომხდარიყო უკუსვლა, რაზეც ეროვნულმა ბანკმა გუშინ ისაუბრა და ეს მოხდა კიდეც", - განაცხადა გვენეტაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კიდევ 5 თეთრით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.5871 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.5352 ლარად იყო შესაძლებელი.

ცნობისთვის, საქართველოს კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.49-დან 2.63 ლარამდე მერყეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics