|
2016-12-01 19:12:46, 2214 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
აკაკი ცომაია: ლარი იმაზე მეტად უფასურდება, ვიდრე სინამდვილეში მისი წონასწორობის ნიშნულია
„მოლოდინების ფსიქოლოგიური ზღვარი სად გადის, არავინ იცის, თუმცა ფაქტია, რომ ლარი იმაზე მეტად უფასურდება, ვიდრე სინამდვილეში მისი წონასწორობის ნიშნულია“, - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში აკაკი ცომაიამ „ექსპრესნიუსს“ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განუცხადა. ექსპერტის თქმით, არ არის გამორიცხული 1 დოლარის ღირებულება სამი ლარი გახდეს. „ბაზარზე ამწუთას არის კლასიკური პანიკა. საბირჟო ენაზე ამას თავისუფალი ვარდნა ეწოდება. მოლოდინების ფსიქოლოგიური ზღვარი სად გადის, ეს არავინ არ იცის. თუმცა ფაქტია, ლარი იმაზე მეტად უფასურდება ვიდრე სინამდვილეში მისი წონასწორობის ნიშნულია. ადამიანები ლარს პანიკურად ახურდავებენ ამერიკულ დოლარში. რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურ ზღვარზე, რაღაც პიკზე ავა ეს პროცესი და ადამიანებს ლარი აღარ ექნებათ დოლარში გადასახურდავებლად. მერე უკუპროცესი წამოვა. გამომდინარე იქიდან რომ წონასწორობის ნიშნული არის უფრო დაბალი, შესაბამისად ლარზე მოთხოვნა გაიზრდება და ისევ დაიწყება ლარის გამყარება. რამ გამოიწვია ეს პანიკა? რასაც ეროვნული ბანკი ამბობს, რომ აშშ-ში დოლარი გამყარდა და საქართველოში ლარი გაუფასურდა და ეს არის მთავარი მიზეზი, ეს რბილად, რომ ვთქვათ არასწორია. სინამდვილეში ეს პანიკას ვერ გამოიწვევდა. დღეში როდესაც 15 თეთრით უფასურდება ეროვნული ვალუტა ეს იმას ნიშნავს, რომ აქ საუბარი არის პანიკაზე. პანიკა რეალურად გამოიწვია იმან, რომ ერთი, მოლოდინი არის აქციზის გადასახადის გაზრდა ნავთობპროდუქტებზე განსაკუთრებით და შესაბამისად იმპორტიორები წინასწარ ცდილობენ დიდი რაოდენის პარტიის შემოტანას. ამიტომაც ხდება დიდი რაოდენით უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის გაზრდა. მეორე- კომერციულ ბანკებმა დააფიქსირეს როგორც იქნა მათთვის შეუთანხმებელი ათპუნქტიანი მთავრობის გეგმა. შესაბამისად მათ მოუწევთ დოლარის ლარში გადაყვანა. კომერციულ ბანკებს თავად რეზერვები, დეპოზიტები და ვალდებულებები აქვთ დოლარში. ამიტომ ისინი შეიძლება თადარიგს იჭერდნენ. ამას ემატება ისიც, რომ უამრავი ადამიანი უაზროდ დარბის და ლარი გადაყავს დოლარში. ეს არის ის რაც ხდება ამ წუთას“,-განაცხადა აკაკი ცომაიამ. ცნობისთვის, ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ 5 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.5871 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.5352 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0519 ლარი შეადგინა.
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)