|
2016-12-01 17:19:17, 1695 ნახვა
ეკონომიკა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზურაბ პატარაძეს ციტრუსის სეზონის მიმდინარეობის ანგარიში წარუდგინა
ჩაქვში, აგროინვესტსერვისის შენობაში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს 29 ნოემბრის მდგომარეობით ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა. როგორც "ექსრეპნიუსს" აჭარის მთავრობიდან აცნობეს, სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, 29 ნოემბრის მდგომარეობით, ციტრუსის ექსპორტის და გადამუშავების უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. კერძოდ, 10 500 ტონა ციტრუსი ექსპორტზე გავიდა, რაც მოსალოდნელი საექპორტო მოსავალის 30%-ს შეადგენს, ხოლო 1 500 ტონა გადამუშავებულია კონცენტრატზე, რაც მოსალოდნელი არასტანდარტული მანდარინის რაოდენობის 16%-ს შეადგენს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ძირითად საექსპორტო ბაზრებს, უზბეკეთის, მოლდოვის, ყაზახეთისა და ბელარუსის საექსპორტო ბაზრები დაემატა. ასევე პოლონეთში საექსპორტოდ მიმდინარეობს ციტრუსის დამზადება. ლაშა კომახიძის განცხადებით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგულარულად აწარმოებს ციტრუსის ჩასაბარებელი ფასების მონიტორინგს. 29 ნოემბრის მდგომარეობით 1 კგ ჩასაბარებელი ციტრუსის ფასი 65 თეთრია, თუმცა ის ვარირებს ზომისა და ხარისხის მიხედვით. არსებული გამოცდილება იძლევა საშუალებას ვივარაუდოთ 10 დეკემბრის შემდეგ, საახალწლოდ მანდარინზე ფასის მატება. ლაშა კომახიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში დღევანდელი მდგომარეობით ციტრუსის ჩაბარების მიზნით 37 შემფუთავ-დამახარისხებელი საწარმო ფუნქციონირებს, რომელთაგან ორი მიიღებს და გადაამუშავებს არასტანდარტულ მანდარინსაც. 37 საწარმოდან 4 მსხვილი ქარხანაა, ხოლო დანარჩენი 33 საშუალო და მცირე სიმძლავრის საწარმოებია. ამ საწარმოთაგან ნახევარს უკვე 3 000 ტონამდე მანდარინი აქვს მიღებული. ,,ჩვენ მოვისმინეთ სოფლის მეურნეობის მინისტრის ანგარიში ციტრუსთან დაკავშირებით. წელს ძალიან კარგი სეზონი გვაქვს. მაქსიმალურადაა ჩართული სოფლის მეურნეობის სამინისტრო. დღეს ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში 37 საწარმო მუშაობს, რომელიც იბარებს და ამუშავებს ციტრუსს. მათ შორის 4 მსხვილი საწარმო. დღეს ჩვენ ერთ-ერთ ასეთ საწარმოში ვიმყოფებით. მიხარია, რომ ხდება ბაზრების დივერსიფიკაცია. აღნიშნული საწარმოებიდან მანდარინი არამხოლოდ ტრადიციულ ბაზრებზე, არამედ ევროპის ქვეყნებშიც გავა. მათ შორის პოლონეთში, უნგრეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ასევე რეგიონის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ფინანსთა სამინისტროს ამ პროცესებში მაქსიმალური ჩართულობისათვის და იმ დახმარებისთვის, რომელსაც სამინისტრო ფერმერების და მწარმოებლების მიმართ ახორციელებს.
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)