|
2016-12-01 15:28:50, 1356 ნახვა
კომენტარი
ცენტრალურ მაგისტრალებზე მოსასვენებელი ადგილების აშენებასთან დაკავშირებით კერძო სექტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს
საქართველოში ცენტრალურ მაგისტრალებზე მოსასვენებელი ადგილები აშენდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, კერძო სექტორთან დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, მისივე თქმით, თუკი კერძო სექტორი შესაბამის დაინტერესებას არ გამოხატავს, გასაჩერებელი ადგილების ასაშენებლად თანხა მთავრობის ბიუჯეტიდან გამოიყოფა: „მოსასვენებელი ადგილების რაოდენობა ძირითად მაგისტრალზე, დასავლეთის მიმართულებით მოძრავ მაგისტრალზე უკვე განსაზღვრულია, ეს არის უკვე პროექტში გაწერილი და პირველი უკვე აშენებულია გორის მიმდებარე ტერიტორიაზე ორივე მხრიდან. მსგავსი ტიპის მოსასვენებელი ადგილები ამ ცენტრალურ მაგისტრალზე უკვე განსაზღვრულია, თუმცა ჩვენ კიდევ 22 მიმართულება გვაქვს.ჩვენი ამოცანაა, ეს პროექტები კერძო სექტორმა განახორციელოს. თუმცა, იმდენად პრიორიტეტულია საქართველოში მოსასვენებელი ადგილების ქონა ძირითად მაგისტრალებზე, თუ კერძო სექტორი არ გამოხატავს შესაბამის ინტერესს, მთავრობა გაითვალისწინებს ამას და უკვე მთავრობის ბიუჯეტიდან მოხდება რაღაც პროექტების დაფინანსება. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ჩვენ, ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად უკვე რამოდენიმე ადგილის იდენტიფირიება გავაკეთთ, იმ ადგილების, რომელიც სახელმწიფო მფლობელობაშია, მზად ვართ, ველაპარაკოთ კერძო სექტორს იმ პირობებზე, თუ რა პირობებით გადავცემთ მიწას იმისათვის, რომ მოეწყოს კონკრეტული გასაჩერებელი ადგილები. გარდა ამისა, გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ დიდ ქალაქებში, როგორიც არის თბილისი და ბათუმი, შეიქმნას დამატებითი საპირფარეშოები“,-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)