|
2016-12-01 14:55:43, 2007 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, ზამთრის კურორტები ტურისტების მისაღებად მზადაა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ზამთრის კურორტები ტურისტების მისაღებად მზადაა. როგორც ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზამთრის პერიოდისთვის მეტი ტურისტის მოსაზიდად, 12 ქვეყანაში მარკეტინგული კამპანიები აწარმოეს: „ზამთრის კურორტები მზად არის ტურისტების მისაღებად და რაც კიდევ უფრო სასიხარულოა, ის ჯავშნები, რომლებიც ამ სასტუმროებს გააჩნიათ ამ მომენტისათვის, ძალიან პოზიტიურ განწყობას გვიქმნის იმის შესახებ, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი ძალიან წარმატებული იქნება“,-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ და დასძინა, რომ მომავალ ზამთრის და ზაფხულის მარკეტინგულ კამპანიებზე, რომლებიც სხვადახვა ქვეყნის მიმართულებით განხორციელდება, დაახლოებით 18 მილიონი ლარი დაიხარჯება: „ძირითადი ბაზრები იქნება როგორც ჩვენი რეგიონის ქვეყნები და ჩვენი მეზობლები, ასევე ევროკავშირის ქვეყნები, ის ქვეყნები, რომლებიც ახლახანს აღმოვაჩინეთ, როგორც ახალი ბაზრები და მნიშვნელოვანი ზრდით გამოირჩევიან, მათ შორის სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომლებიდანაც საერთოდ არ გვყავდა საქართველოში ტურისტები და წელს იყო რეკორდული რაოდენობა“,-აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.
ალიევი: ზანგეზურის დერეფანზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი მომავალ წელს დასრულდება
სტუბი: შვიდი ფინური კომპანია აფართოებს თანამშრომლობას უკრაინასთან თავდაცვის ტექნოლოგიების სფეროში.
ნორვეგია 2027 წელს უკრაინას დაახლოებით 9.2 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუგზავნის
პაპმა ქრისტიანებს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ ომს, პოლარიზაციასა და დაყოფას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განმარტა, თუ სად გაგზავნის პუტინი 300 ათას ახლად მობილიზებული ჯარისკაცს
სიბიგა კიევში ევროპის ექვსი ქვეყნის ლიდერებს შეხვდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)