09:45 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 14:07:27, 1578 ნახვა

ეკონომიკა
11 თვეში, ტურისტთა რაოდენობა 19.3%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 7.9%-ით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 11 თვეში საქართველოს 5 864 684 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 7.9%-ით მეტია.

რაც შეეხება იმ მოგზაურებს, რომლებმაც ქვეყანაში 24 საათი და მეტი დაჰყვეს იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით რაოდენობამ 2 536 791 შეადგინა და ზრდა 19.3%-ია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის გიორგი ჩოგოლაძის განცხადებით, 2016 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან შედგა.

იანვარ-ნოემბერში პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან: ლატვია +25.6%, ჩეხეთი +15.6%, ლიტვა +15%, გერმანია +9.4% და პოლონეთი +6.5%.

განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი 494%, ინდოეთი +216%, საუდის არაბეთი +118%, ჩინეთი +44%, ისრაელი +56.7%, ყაზახეთი +33.8% და ბელარუსი +29.7%.

2016 წლის ნოემბრის თვის  მონაცემებით,  საქართველოს 458, 496  საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 22,196-ით მეტია  წინა წლის  ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +5.1%).

ნოემბრის თვის მაჩვენებლით იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ  ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი  და მეტი  დაჰყვეს საქართველოში  164, 440 შეადგინა, რაც  20, 265-ით მეტია 2015 წლის ნოემბრის  მაჩვენებელზე (ზრდა +14.1%).

2016 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი  სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ლიტვა +71%, პოლონეთი +49%, გერმანია 32%, საფრანგეთი +24% და გაერთიანებული სამეფო +20%.

მნიშვნელოვნად გაიზარდა  საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა შემდეგი  სახელმწიფოებიდან:  ირანი +487%, საუდის არაბეთი +183%, ინდოეთი +133%, ჩინეთი +112%, უზბეკეთი +112% და  ბელარუსი +30,5%

2015 წლის  ჯამური მონაცემებით შემოსავალი  უცხოური ტურიზმიდან  საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ დოლარს (ზრდა +8.3%), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის  ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი  უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს  867.9 მილიონ დოლარს (ზრდა +13.2), რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის  ჯამური მონაცემებით შადგენს  6.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.1%-ია.

2016 წლის ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.1% შეადგინა. ზრდა წინა წლის  ანალოგიურ პერიოდთან შდარებით +8.1%.

2016 წლის ოქტომბრის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 159,102 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +11.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2016 წლის ათი თვის მონაცემებით საერთაშორისო  მოგზაურების მიერ უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1, 351, 403 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +11.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics