02:02 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 13:16:10, 1839 ნახვა

ეკონომიკა
კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 2.64-დან 2.69 ლარამდე მერყეობს

საქართველოს კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.64-დან 2.69 ლარამდე მერყეობს.

"საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 1 აშშ დოლარის შეძენა 2.66 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 2.58 ლარად.

"თიბისი ბანკში“ ერთი აშშ დოლარის ყიდვა 2.6590 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.5810 ლარად.

„ლიბერთი ბანკში“ 1 დოლარი 2.6600 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.5600 ლარად შეგიძლიათ.

ბანკ ”ქართუში” 1 დოლარის შეძენა 2.6450 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 2.5550 ლარად.

„პროკრედიტ ბანკში“ 1 დოლარი 2.6650 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.5850 ლარად არის შესაძლებელი.

„ბაზის ბანკში“ 1 დოლარი 2.66 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 2.54 ლარად არის შესაძლებელი.

„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 2.6950 ლარს შეადგენს, ხოლო მისი გაყიდვა 2.5750 ლარად არის შესაძლებელი.

შეეხება „ფინკა ბანკს“, აქ 1 დოლარი 2.6550 ლარი ღირს, მისი გაყიდვის შემთხვევაში კი, 2.5950 ლარს მიიღებთ.

ცნობისთვის, ლარის კურსი ისტორიულ მინიმუმზეა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.5311 ლარი ღირს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics