|
2016-12-01 12:32:23, 928 ნახვა
რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია ’’აირჩიე ჯანმრთელობა’’ გაიმართა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია სტუდენტებისთვის – ,,აირჩიე ჯანმრთელობა“ გაიმართა. აჭარის ა.რ. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი იყო მოზარდთა ცნობიერების ამაღლება მავნე ჩვევების, მათგან გამოწვეული დაავადებების, თავის დაცვისა და აუცილებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები: “ნარკომანია სოციალური პრობლემა“ ,,HIV co-infection (HIV -ისკოინფექციები”) „Effect of Smoking on HIV patients (მწეველობის გავლენა HIV პაციენტებზე)“ ,,Drug Addiction (ნარკოტიკზე დამოკიდებულება)“ ,, ჰეპატიტი“ "ალკოჰოლის ზემოქმედება ადამიანზე" "აზარტული თამაშები და თავისუფალი დრო". კონფერენციის ფარგლებში პრეზენტაციები წარმოადგინეს: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის II - III კურსის სტუდენტებმა; კავკასიის ბიზნეს სკოლისა და კაპრეშუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სუვენირები და სამახსოვრო საჩუქრები. კონფერენციის მხარდამჭერები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (BEDEC) პროგრამა „მომავლის თაობა“.
(NS)
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)