|
2016-12-01 12:05:17, 773 ნახვა
საზოგადოება
ინტელექტუალური ჰაბის ახალი კონცეფცია ქართულ ბაზარზე
„ჯი პი ენ“ - კომპანია, რომელიც სულ ახლახანს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს ინტელექტუალური სერვისს განსხვავებული კონცეფციით გაუწევს. კლიენტის მოთხოვნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანია თავისი მონაცემთა ბაზიდან კონკრეტულ მოთხოვნებზე მორგებულ, კონკრეტული სპეციფიკის მიხედვით შერჩეულ კვალიფიციური ექსპერტის ან ექსპერტთა ჯგუფის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ეს იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, კლიენტმა უფრო მაღალი ხარისხის, ზუსტად ამ სპეციფიკურ მიმართულებაში გამოცდილი ექსპერტების მომსახურება მიიღოს და მათი ცოდნა და გამოცდილება საკუთარი ბიზნეს ამოცანების გადასაწყვეტად გამოიყენოს. „ჯი პი ენ“ აერთიანებს 200-ზე მეტ სხვადასხვა სფეროს ექსპერტს, რომლებიც სხვადასხვა კომპანიასა და ორგანიზაციაში მუშაობენ და თავისი დარგის გამორჩეული სპეციალისტები არიან. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს როგორც საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე პროექტების მართვას სხვადასხვა მიმართულებით - სამართლებრივი, საფინანსო, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ადამიანური რესურსების მართვისა და მარკეტინგის სფეროში. საკონსულტაციო მომსახურების ახალი კონცეფცია - ერთ პროფესიონალურ ქსელში გაერთიანებული საუკეთესო ექსპერტების სახით, ახლებური მიდგომაა ქართული ბაზრისთვის, რაც მაღალი ხარისხის მომსახურების გარდა, გულისხმობს კომფორტულ მომსახურებას ერთ სივრცეში.
(R)
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
რასა იუკნევიჩიენე - ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბადრი ჯაფარიძესა და გორდულაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)