|
2015-03-23 19:24:01, 698 ნახვა
სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა გაერო-ს რიგით მესამე მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა იაპონიის ქალაქ სენდაიში გაერთიანებული ერების კატასტროფების რისკების შემცირების რიგით მესამე კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ზვიად ქაწაშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს და ქალაქ იშიმომაკის მერს, დოქტორ ჰიროში კამეამას შეხვდა. მხარეებმა ერთმანეთს თავიანთ ქვეყნებში კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში არსებული გამოწვევები გაუზიარეს და მათი გადაჭრის გზები დასახეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ასევე შეხვედრა გამართა სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივან ვლადიმერ კუვშინოვთან და ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო თავადაცვის დირექტორატის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც შეეხებოდა ICDO-ს აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს გაწევრიანებას, ტრენინგებსა და სემინარებში ქართული მხარის აქტიურ ჩართულობას, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის ჰუმანიტარული ტვირთის გადმოცემას. ზვიად ქაწაშვილმა პლენარულ სხდომებში მონაწილეობის პარალელურად საქმიანი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანელ, ბელორუს, ყაზახ, სომეხ, თურქ, ებრაელ, ლიტველ კოლეგებთან და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან. შეხვედრებზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. კონფერენციის დასასრულს, საქართველოს დელეგაციის წევრები გაერო-ს კატასტროფების რისკების შემცირების ოფისის დირექტორ ადამ ბოლოკოსს შეხვდნენ და გაერო-სა და მის წევრ ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშომლობის საკითხები განიხილეს.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)