30 ნოემბერს, 10. 00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში," მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის, საავტომობილო ფედერაციის, მსოფლიო ბანკისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიების მთავარ თემას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, კერძოდ კი - საქართველოს საგზაო უსაფრთხოების 2017 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი წარმოადგენს. ღონისძიების ფარგლებში საგზაო სექტორის ფინანსირებისა და მწვანე სატვირთო გადაზიდვების საკითხებიც განიხილება.
30 ნოემბერს, 10:30 საათზე, სასტუმროში ,,ბომონდ გარდენი” ახალგაზრდებთან მომუშავე სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება.
მის.: მარშალ გელოვანის 6-ა
30 ნოემბერს, 11:00 საათზე, ,,პრაიმ-ტაიმის’’ პრეს-კლუბში ,,სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის’’ მშობელთა პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ,,არ დავუშვათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაცია’’
30 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რეგიონული სტატისტიკის პორტალისა და საქსტატის განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართება.
30 ნოემბერს, 11:00 საათზე, საგამოფენო ცენტრის მე-11 პავილიონში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–16 საერთაშორისო გამოფენას Agro/Food/Drink/Tech გახსნის.
30 ნოემბერს, 11:30 საათზე, სასტუმრო „რედისონში ბლუ ივერიაში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე თურქეთის უმსხვილესი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდება.
30 ნოემბერს, 12:00 საათზე, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ძეგლი გაიხსნება. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება.
მის: მაზნიაშვილის ქუჩა
საკონტაქატო პირი ლანა ქარდავა - 577 15 85 72
30 ნოემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, თბილისის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
30 ნოემბერს, 16:00 საათზე, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ამავე ცენტრის ორგანიზებით, გენდერული ძალადობის 16 დღიანი კამპანიიის ფარგლებში გაიმართება ვარის დირიეს ავტობიოგრაფიული ფილმის: „უდაბნოს ყვავილის" ჩვენება და დისკუსია.
30 ნოემბერს, 18:00 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ღია გალერეაში სანდრო დარსაველიძის პერსონალური ფოტოგამოფენა გაიხსნება.
მის: ჭოველიძის ქ. #10
30 ნოემბერს, 18:00 საათზე, დოკუმენტური ფილმის, ”ლოტბარის” პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ჭავჭავაძის გამზ. #37
30 ნოემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო ფოტოსალონის Georgian Drag 2016 გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია და ფოტოგამოფენა გაიმართება, რომელზეც ფოტოკონკურსში მონაწილე ფოტოგრაფების საუკეთესო ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან