|
2016-11-29 17:50:01, 2062 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
კეპულაძე კრედიტის დოლარიდან ლარში გადატანაზე: იძულებით ჩარევა კარგ შედეგს არ მოიტანს
„ამ მიმართულებით ძალიან გონივრული ნაბიჯებია გადასადგმელი და არა რაღაც აკრძალვები და ძალდატანებითი რეგულაციები“, - ასე შეაფასა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლის თანახმადაც მოქალაქეებს, რომელთაც სესხი დოლარში 2015 წლის იანვრამდე აქვთ აღებული, კრედიტის ლარში გადატანა შეეძლებათ. ექსპერტის განცხადებით, აღნიშნულ პროცესში ძალდატანებითი რეგულაციები ბიზნესზე დარტყმას გამოიწვევს. „არ ვიცნობ სამწუხაროდ ჯერჯერობით ამ გეგმას, მაგრამ იძულების წესით დოლარის ლარში გადატანა ეს იქნება ნებაყოფლობითი ორივე მხარის მხრიდან, ბანკებისა და მომხმარებელების თუ როგორ მოხდება ეს არის გასარკვევი. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში იძულებითი ჩარევა ასეთ პროცესში არ მოიტანს კარგ შედეგს. მიუხედავად იმისა, რომ მესმის მთავრობას სურდეს, რომ ლარის კურსს რაღაც უშველოს და იმ მომხმარებლებს, რომლებსაც პრობლემა შეექმნათ დოლარის გაძვირების გამო. ამ მიმართულებით ძალიან გონივრული ნაბიჯი არის გადასადგმელი და არა რაღაც აკრძალვები და ძალდატანებითი რეგულაციები, რაც სამწუხაროდ დაარტყამს ბიზნესს. საბანკო სექტორზე და ბიზნესზე დარტყმა არ ნიშნავს, რომ ეკონომიკა კარგად იქნება“,-განაცხადა გიორგი კეპულაძემ. ამასთან, ექსპერტმა თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. როგორც კეპულაძემ აღნიშნა, სავარაუდოდ, ამ მხრივ ცდილობენ მთავრობაში იმ დანაკლისის შევსებას, რაც ბიუჯეტში იქნება. „სავარაუდოდ ამ მხრივ ცდილობენ მთავრობაში აქციზის ზრდით შეავსონ ის დანაკლისი რაც ბიუჯეტში იქნება მოგების გადასახადის ნაწილობრივ გაუქმების შემდეგ და ის დეფიციტი საკმაოდ დიდი იქნება. შესაბამისად, არ მგონია, რომ თამბაქოზე აქციზის გაზრდა ამას ეყოს, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი გზა ეს არის“, - დასძინა კეპულაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართლ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მოქალაქეებს, რომელთაც სესხი დოლარში 2015 წლის იანვრამდე აქვთ აღებული, კრედიტის ლარში გადატანა შეეძლებათ.
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)