08:28 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 11:37:36, 799 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ შეხვედრა გამართა  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში არგენტიან საბადოშთან. შეხვედრას  „IOM“-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი  ილიანა დერილოვა ესწრებოდა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებს ის აქტივობები გააცნო, რომელთაც მიგრაციის სამთავრობო კომისია ახორციელებს და რომელთა მიზანი მიგრაციის კუთხით საქართველოს  არსებულ გამოწვევებზე რეაგირებაა. გოჩა ლორთქიფანიძემ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა იმ ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, რაც იუსტიციის სამინისტროსა და სერვისების განვითარების სააგენტოს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან აქვთ.

იუსტიციის სამინისტროში შეხვედრის გამართვის ინიციატივა „IOM“-ის რეგიონულ დირექტორს ეკუთვნის. არგენტიან საბადოში საქართველოში 28 ნოემბერს ჩამოვიდა და იმ სამინისტროების ხელმძღვანელ პირებთან გეგმავს შეხვედრებს, რომლებთანაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მჭიდრო და პოზიტიური ურთიერთობის გამოცდილება აქვს.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics