|
2016-11-28 12:28:19, 3064 ნახვა
მსოფლიო Lifestyle
დნეპრის მერი მიხეილ სააკაშვილის ფსიქიატრიულ შემოწმებასა და მის ექსტრადირებას ითხოვს
უკრაინის ქალაქ დნეპრის მერი ბორის ფილატოვი ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილს სააკაშვილის დეპორტაციას ითხოვს, - ამის შესახებ ბორის ფილატოვი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ფილატოვი წერს, მისი უკმაყოფილების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის მიერ მიტინგზე გაკეთებული განცხადება გახდა, იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში დეცენტრალიზაცია საჭირო არ არის. ფილატოვის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი მართლაც ამბობს ამას, მაშინ ის ეწერება მათ რიცხვში, ვინც ყოფილი გუბერნატორის ექსტრადირებას ითხოვს. ამასთან, ბორის ფილატოვი მიხეილ სააკაშვილისთვის იძულებით ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებასა და ნარკოტიკზე შემოწმებას ითხოვს. დნეპრის მერის თქმით, უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოდელი პუტინის მოდელისგან არ განსხვავდება. “რით განსხვავდება მიშას პოლიტიკა მოძულე პუტინის პოლიტიკისგან?! ადამიანმა, რომელმაც მთლიანად წააგო თავის ქვეყანა, ახლა იგივეს გაკეთება უნდა ჩვენს ქვეყანაში. და საერთოდ, მას სჭირდება იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ის ავად არის და ძალიან საშიშია. ასევე მისი ნარკოტიკებზე შემოწმება არ იქნებოდა ცუდი”, - წერს ბორის ფილატოვი “ფეისბუქში”.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)