19:17 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 12:25:22, 862 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს.

კუთაისის პარლამენტში რიგგარეშე სხდომა, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით იმართება.

პარლამენტის სხდომაში მონაწილეობას სულ 125 დეპუტატი იღებს, 25 კი არ ესწრება.

გიორგი მარგველაშვილმა რიგგარეშე სხდომის დანიშნვის შესახებ შესაბამისი განკარგულება 24 ნოემბერს გამოსცა.  

რიგგარეშე სხდომაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. 

მინისტრთა კაბინეტს და მთავრობის პროგრამას, დეპუტატებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ამომრჩეველს, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა "ქართულ ოცნებას" და მოგვანიჭა  მანდატი, რათა მომავალი 4 წლის განმავლბაში მნიშვნელოვნად უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი თანამემამულეების, ჩვენი მოსახლეობის ყოფა. დიდი იმედი მაქვს, რომ კონსოლიდაციით მივიღებთ პარლამენტის მანდატს,  დავიხარჯებით ყველა მაქსიმალურად, რათა ეს დიდი ნდობა და პასუხისმგებლობა გავართლოთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.  

ცნობისთვის, სხდომა მიმდინარეობისას მინისტრობის კანდიდატები კითხვებს უპასუხებენ. ამის შემდეგ სიტყვა პარლამენტის წევრებს გადაეცემათ. კანონით, პარლამენტის ნდობის მისაღებად მინისტრთა კაბინეტმა დეპუტატების უმრავლესობის ხმა უნდა მიიღოს. 

შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში ნოდარ ხადური და ნოდარ ჯავახიშვილი ვერ მოხვდნენ.  ხადურს  ფინანსთა მინისტრის პოსტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩანაცვლებს, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას კი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაიკავებს. ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლებს, რომელიც მცირე ხნით, სააკაშვილის  ხელისუფლების დროს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics