|
2016-11-25 22:39:05, 870 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტი დღეს სამუშაო ვიზიტით აშხაბადს ეწვია, სადაც თურქმენეთის პრეზიდენტის ინიციატივითა და გაეროს ეგიდით ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტი ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თურქმენეთის დამოუკიდებლობის მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში და კონფერენციაში მონაწილეებს სიტყვით მიმართავს; ასევე, დაგეგმილია ოფიციალური სადილი თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სახელით, მდგრადი ტრანსპორტის გლობალურ კონფერენციაში მონაწილე მაღალი დონის დელეგაციების ხელმძღვანელებისათვის. საქართველოს სახელმწიფო მეთაური თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენმდივანთან ბან კი-მუნთან, თურქმენეთის პრეზიდენტთან გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოჰამმად აშრაფ ღანისთა ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და სს - „საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე ალექსი ნიკოლაიშვილი.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)