17:49 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 17:30:54, 851 ნახვა

პოლიტიკა
მღებრიშვილი კახიძეს: ერთ ანეკდოტს მახსენებთ „ნასოსზე“

საქსტატს კვარტალში ერთხელ მიეწოდება ჩვენგან სტატისტიკა და რა გინდათ ახლა, დავიგინო თუ დავიფიცო, - ასე უპასუხა შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ოთარ კახიძის კითხვას, თუ რატომ არ აქვეყნებს მისი უწყება ყაჩაღობასთან დაკავშირებულ მონაცემებს, მათ შორის არ ახდენს მკვლელობების რეგისტრაციას. 

შს მინისტრობის კანდიდატმა კახიძეს, ერთი ყაჩაღობის ფაქტის დასახელებისკენ მოუწოდა, რომელიც მისი თქმით არ დარეგისტრირებულა შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

კახიძემ განაცხადა, რომ რასაც არეგისტრირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, შემდეგ არ აქვეყნებს. 
ამასთან, მღებრიშვილის თქმით, „საქსტატს“ 3 თვეში ერთხელ მიეწოდება სტატისტიკა, რომელიც კვარტალში ერთხელ აქვეყნებს მას, რაზეც კახიძემ უპასუხა, რომ შეუძლია ახლავე გახსნას საქსტატის გვერდი და შსს-ს სტატისტიკა იქ არ დევს. 

„ეს საჯარო ინფორმაციაა, მოგვმართეთ და მოგცემთ. არაფერი არ იმალება. „საქსტატს“ მიეწოდება, ქართულად გეუბნებით“, - უპასუხა მღებრიშვილმა. ამის შემდეგ ოთარ კახიძე დაინტერესდა რამდენი ბანკი დააყაჩაღეს 2012 წელს და 2016 წელს, რაზეც მღებრიშვილმა უპასუხა, რომ რამდენი ყაჩაღობაც მოხდა, იმდენი აღრიცხეს სტატისტიკაში. 

„თქვენ ხართ პირველები შემთხვევის ადგილზე. ჩვენ ყველა ყაჩაღობას აღვრიცხავთ სტატისტიკაში. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყაჩაღობა არ არის გაზრდილი, შემცირებულია“,- განაცხადა მღებრიშვილმა.
ამას, კახიძის პასუხი მოჰყვა, რომლის თანახმადაც,  ყაჩაღობის მაჩვენებელი რა თქმა უნდა შემცირდება, თუ შსს არ დაარეგისტრირებს. 

მღებრიშვილმა კახიძეს მიმართა, რომ ერთ ანეკდოტს ახსენებს. 

„კიდევ გეუბნებით, წეღანაც გითხარით, ერთ ანეკდოტს მახსნებთ, „ნასოსზე“, -მიმართა მრებრიშვილმა კახიძეს და დასძინა, რომ ის ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბრობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics