17:49 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 17:04:30, 755 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი ბოკერიას: გიდასტურებთ, რომ ამ ტემპით ჩვენი ქვეყანა განვითარებულ ქვეყნებს 100 წელი ვერ დაეწევა

კი ბატონო გიდასტურებთ, რომ ამ ტემპით ჩვენი ქვეყანა განვითარებულ ქვეყნებს 100 წელი ვერ დაეწევა, - ასე მიმართა პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა, "ნაციონალური მოძროაბის" დეპუტატ გიგა ბოკერიას, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, სწორედ აქეთკენ არის მიმართული ის რეფორმები და ნაბიჯები, რომლებსაც მთავრობა გეგმავს.

"ჩვენი რეფორმები განვითარებისკენ არის მიმართული, თქვენი უფლებაა ამას დაიჯერებთ თუ არ დაიჯერებთ. ქვეყანაში მოსახლეობა უკეთესობას ვერ იგრძნობს, სანამ მთლიანი შიდა პროდუქტი არ გახდება აღმოსავლეთ ევროპის მაჩვენებლების დარი მაინც. ამიტომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ზრდა და სწორედ ამიტომ გვჭირდება, ცვლილებები, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის პერიდოში მმართველ გუნდს მოსაგვარებლად ბევრი პრობლემა დახვდა.

"ქვეყანა იყო ფაქტიურად იმ მდგომაროებაში, რომ ადამიანები ვერ მკურნალობდნენ, ვერ მიდიოდნენ საავადმყოფოში, მათი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დაპირებებს, რომ ის ჯიბიდან გადაიხდის ფულს - მე არ ვიცი, თქვენ ალბათ არ გნებავთ იცოდეთ ის, თუ რა თანხებს იხდის ბიძინა ივანიშვილი ჯიბიდან ქვეყნის განვითარებისთვის, ანუ "ქართუ" ფონდის მეშვეობით. მოგიწოდებთ, რომ მოიკითხოთ ეს ინფორმაცია, თუ რა ხდება ამ ფონდის საქმიანობის მიმართულებით, რა პროექტებს აფინანსებენ. თქვენ დარწმუნდებით, რომ ის ადამიანი ძალიან დიდ კონტრიბუციას აკეთებს, ქვეყნის განვითარებაში. ეს არ არის ჩემი საქმე, რომ ამაზე დეტალურად ვილაპარაკო. მაგრამ დამერწმუნებით, რომ თქვენც კი შეიძლება გაკვირვებულები დარჩეთ, მაგრამ ვაი, რომ გგონიათ, იცით, ეს ყველაფერი და თეთრზე გინდათ, შავი თქვათ, მაგრამ რა ვქნათ, ეს თქვენი ნებაა, თქვენი როგორც ოპოზიციის ფუნქცია ეგ არის და ამის სრული უფლება გაქვთ", - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics