07:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 15:20:12, 616 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებულ ძალებს 460 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 460 სამხედრო მოსამსახურე შეემატა.

რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალი „უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში“, ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ.

ფიცის მიღებამდე რეკრუტებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი 460 რეკრუტმა წარმატებით დაასრულა. ეს არის მზარდი კადრი, რომელიც შეემატება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. მათ ხელშია შეიარაღებულ ძალებში არსებული ყველა შესაძლებლობა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო განავითარონ თავიანთი უნარები“, - განაცხადა ნუკრი გელაშვილმა.

ფიცის დადების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, საწყისი საბრძლო მომზადების ცენტრის ოფიცრებს და საუკეთესო ინსტრუქტორებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა სპეციალური პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის საუკეთესო რეკრუტებიც.

ღონისძიების ბოლოს, რეკუტების ოჯახის წევრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაეღოთ.

რეკრუტები საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს 10 კვირის განმავლობაში გადიოდნენ. სამხედროებს მეცადინეობები საცეცხლე, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებაში, ასევე სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში ჩაუტარდათ. მომზადება საველე და საკლასო პირობებში მიმდინარეობდა.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა საბრძოლო ქვედანაყოფებში გააგრძელებენ საკონტრაქტო სამსახურს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics