01:40 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 14:33:09, 1136 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი ინაშვილს: ის, რომ თქვენ ბრძანდებით პარლამენტში, ID ბარათის დამსახურებაცაა

საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, ID ბარათი ადამიანის უფლებების დარღვევის არავითარ საფრთხეს არ შეიცავს.

როგორც წულუკიანმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე  აღნიშნა, იუსტიციის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, თავად ჰქონდა წვდომა ბაზებზე და დარწმუნდა, რომ  ადამიანის ინდიდვიდუალური უფლებებისთვის არანაირი საფრთხე ID ბარათში არ არსებობს:

„არსებობს რეალობები, მაგრამ  არსებობს სტერეოტიპებიც.  როდესაც დავინიშნე, მე თვითონაც არ მქონდა ID ბარათი, იმიტომ, რომ მქონდა იგივე კითხვები, ეს ხმამაღლაც ვაღიარე და დღესაც ვიმეორებ, როდესაც ბატონი ვაშაძე აკეთებდა  ამ ბარათის კონტრრეკლამას, მე ამას რეკლამას ვერ დავარქმევ, და ამბობდა რომ აიღეთ ID  ბარათი,  ის უფრო მეტია,  ვიდრე ID ბარათი და ამით შეგიძლია ყველაფერი აკეთო ცხოვრებაში  იმიტომ, რომ ის ხელისუფლება იყო ის ხელისუფლება, ყველას გაგვიჩნდა აზრი, ხომ არ იმალებოდა ამის უკან რაიმე ადამიანის უფლებების დარღვევის გეგმა, მაგრამ მქონდა რა უშუალო წვდომა ბაზებზე,  როცა ჩემს პოზიციაზე დავინიშნე და შემეძლო მეთვითონ შემემოწმებინა, არის თუ არა აქ რაიმე საფრთხე, 2012 წლის ნოემბერში, თუ დეკემებრში ავიღე ეს ბარათი. ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, დავიჯერე, რომ ამ ბარათში არანაირი საფრთხე ჩემი ინდივიდუალური უფლებებისთვის და მეც იგივე რელიგიას ვიზიარებ, რომელსაც თქვენ, დავიჯერე რომ ეს ჩემთვის საფრთხის მომტანი არ იყო. ბევრმა ადამიანა დაიჯერა. 2 მილიონ 300 ათასი ადამიანი თვლის, რომ ამაში საფრთხე არ არის. ამას, რა თქმა აუნდა,  ხელი შეუწყო უფასო აქციებმა. ჩვენ მილიონზე მეტი  ID ბარათი უფასოდ გავეცით. არჩევნებში ყოველთვის არის ყველა ქვეყანაში ხარვეზები, ჩვენი მიზანი არის, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები იყოს კიდევ უფრო კარგად ჩატარებული, ვიდრე იმის წინა. ID ბარათი  მიბმულია არჩევნებს. ის, რომ თქვენ ბრძანდებით  პარლამენტში და ეს ჩვენ გვიხარია,  ბევრი რამის გარდა ID ბარათის დამსახურებაცაა. ამან მოგვცა საშუალება, რომ კარუსელები არ ყოფილიყო და ერთ ადამიანს ერთხელ მიეცა ხმა, თუმცა მზად ვარ საუბრისთვის“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ფრაქციის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა კი აღნიშნა, რომ  კარგი იქნება, თუ საქართველოში ელექტრონული არჩევნები დაინერგება.

 მისივე თქმით, სავალდებულო არჩევნების წესის შემოღების შესახებ  პროექტს მოამზადებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics