16:21 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 14:02:12, 2577 ნახვა

ეკონომიკა სამართალი
უკანონო სქემის დეტალები - „ტერაბანკს“ რეპუტაციული ზიანის მიყენებისთვის სასამართლოში სარჩელი შეაქვს

„რამდენიმე თვეა ბანკის წინააღმდეგ ცილისმწამებლური ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მეანაბრეების დაშინებას და ბანკისთვის მატერიალური და რეპუტაციული ზიანის მიყენებას“, - ამის შესახებ „ტერაბანკის“ იურისტმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართლ საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

იურისტის განცხადებით, ბანკის ყოფილი მეანაბრის ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს ბანკმა მისი კუთვნილი 800 ათასი დოლარის ოდენობით თანხა მიითვისა, ერთის მხრივ არ შეესაბამება სიმართლეს, ხოლო მეორეს მხრივ ბანკის საქმიან იმიჯს ზიანს აყენებს.

კბილაშვილი  აღნიშნავს, რომ რეპუტაციული ზიანის ანაზღაურების მიზნით ბანკი  სარჩელს  სასამართლოში  შეიტანს.

„ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი და აღმოვაჩინეთ, რომ  განცხადება არის სიცრუე. იგი არ შეესაბამება სინამდვილეს და უფრო მეტიც,  საკითხის შესწავლის დროს გავარკვიეთ, რომ ეს მეანაბრე, მისი წინამორბედი მეანაბრე და ბანკის ფილიალის ყოფილი მმართველი ერთმენთში შეთანხმებით მოქმედებდნენ იმისათვის, რომ ბანკს ზიანი მიყენებოდა. აქედან გამომდინარე ტერა ბანკმა მიმართა პროკურატურას ამ ფაქტის გამორკვევის და დადგენის მიზნით. ბანკმა შეიტანა სარჩელი ყოფილი მეანაბრეების მიმართ და მისი ფილიალის ყოფილი დირექტორის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და ასევე ბანკი გეგმავს სარჩელის შეტანას რეპუტაციული, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ყოფილი მეანაბრის მიმართ“, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

კბილაშვილის თქმით, 2011-2014 წლებში რეალურმა მენაბრემ და ბანკის ფილიალის ყოფილმა მმართველმა ბანკის წინააღმდეგ უკანონო სქემა შეიმუშავეს, რის შედეგადაც ბანკს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.

„ყოფილი მენაბარე ჯაფარიძე აცხადებს, რომ ის 2013 წლის  4 აპრილს მოვიდა ბანკში, მოიტანა 800 ათასი დოლარი, განათავსა დეპოზიტზე 1 წლის განმავლობაში, 1 წლის მანძილზე ის იღებდა დეპოზიტზე დარიცხულ პროცენტს, ხოლო ერთი წლის თავზე, როდესაც დეპოზიტს ვადა გაუვიდა მან 800 ათასი დოლარიდან გაიტანა დაახლოებით  40 ათასი დოლარი, დარჩენილი თანხა   760 ათასი დოლარი დატოვა ბანკში. დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ის პროცენტს იღებდა ბანკისგან და 2016 წლის  მარტში მან აღმოაჩინა, რომ მისი ანაბარი არ არსებობს, მისი სიტყვებით, რომ ვთქვათ მისი ანაბარი ბანკმა მიითვისა. აქედან გამომდინარე მან გააკეთა საჯარო განცხადება, რომ ტერა ბანკმა მიითვისა მისი კუთვნილი ანაბარი 760 ათასი დოლარის ოდენობით“,-აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.

ტერაბანკში აცხადებენ, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ისინი თავს იკავებდნენ კონკრეტულ ფაქტებზე და ადამიანებზე საუბრისგან, ერთის მხრივ საბანკო კონფიდენციალობის, ხოლო მეორეს მხრივ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

„მენაბრე აქამდე საუბრობდა და ავრცელებდა დაუსაბუთებელ ფაქტებს მხოლოდ 2013 და 2014 წლის  4 აპრილს განხორციელებული ოპერაციების შესახებ. თუმცა, იგი არ ეხებოდა არც აღნიშნულ თარიღამდე  და არც მის შემდეგ არსებულ ისტორიას“, - აღნიშნავენ ბანკში.

მათივე ცნობით, ამ ისტორიას სამი მთავარი მონაწილე ჰყავს: აბშილავა - ფილიალის ყოფილი მმართველი, მაისურაძე - რეალური მენაბრე, აბშილავას მეზობელი და საქმიანი პარტნიორი, ჯაფარიძე - ფორმალური მენაბრე, მაისურაძის რძალი.

„2011 წლის მარტ-აპრილში მაისურაძემ მისი კონტრაგენტისგან ჩარიცხვის გზით გარკვეული ოდენობის თანხმა მიიღო. მაისურაძე და ბანკის ფილიალის ყოფილი მმართველი შეთანხმდნენ, რომ მაისურაძე ამ თანხიდან ბანკში დეპოზიტის სახით განათავსებდა 1 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო ფილიალის მმართველი კი უზრუნველყოფდა იმას, რომ მაისურაძის დეპოზიტს უმაღლესი პროცენტი დაერიცხებოდა. სანაცვლოდ, მაისურაძე თავისი დეპოზიტით თავდებად დაუდგებოდა აბშილავას ბანკიდან კრედიტების აღებაში, რომლიც ბანკის სესხის სახით მიღებულ ფულს უფრო მაღალი პროცენტით გაასესხებდა და მოგებას მიიღებდა. საბოლოო ჯამში, მოგებული დარჩებოდა როგორც მაისურაძე, რომელიც ბანკისგან მიღებულ ფულზე პროცენტს იშოვნიდა. იმის გამო, რომ აბშილავა ბანკის ფილიალის მმართველი იყო, მას არ შეეძლო ღია გამოჩენილიყო ამ შეთანხმებაში, ამიტომ მაისურაძისა და აბშილავას შეთანხმებით ბანკიდან სესხებს  აიღებდნენ აბშილავას ნათესავები და მეგობრები, რომელთაც თავდებად მაისურაძე დაუდგებოდა. 2011 წლის 4 აპრილს მაისურაძემ 1 მილიონი დოლარით ანაბარი გახსნა ტერაბანკში 1 წლის ვადით და ამავე დროს თავდებად დაუდგა აბშილავას მეუღლეს 200 000 დოლარიანი სესხის გაცემაზე, ხოლო მოგვიანებით აბშილავას ქვისლს-71 ათასი დოლარის სესხის გაცემაზე.  2012 წლის 4 აპრილს მაისურაძემ 1 წლის ვადით გააგრძელა ანაბარი და გააგრძელა თავდებობა 2011 წელს გაცემულ 2 სესხზე და დამატებით კიდევ 2 სესხზე დაუდგა თავდებად აბშილავას ორ მეგობარს. ამავე პერიოდში მაისურაძეს სასამართლოში  კრედიტორმაუჩივლა, რომელმაც მაისურაძეს 2011 წლის მარტ-აპრილში თანხა ჩაურიცა და მოითხოვა ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება. თანხის გადარჩენის მიზნით, 2012 წლის ნოემბერში მაისურაძემ დეპოზიტის მოთხოვნის უფლება გადასცა შვილს. თუმცა ეს საშუალება ბოლომდე არ იყო დაზღვეული. შვილზე შესაძლოა გადასულიყო კრედიტორის მოთხოვნაც. 2013 წლის 14 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი გადაწყვეტილება, რომლითაც მაისურაძეს მომჩივანი მხარის სასარგებლოდ 1,606, 875 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.  ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, 2013 წლის სექტემბერში შევიდა, ამიტომ ამ ვადის დადგომამდე, 2013 წლის 4 აპრილს, როდესაც დეპოზიტის მეორე წელიც ამოიწურამ მაისურაძემ თავისი დეპოზიტიდან 800, 000 აშშ დოლარი გადაიტანა ჯაფარიძეზე,მის რძალზე. დეპოზიტი მისი გადაცემის მომენტში უზრუნველყოფდა 556,000 აშშ დოლარის იმ სასესხო ვალდებულებებს, რომლებიც წინა წლებში მაისურაძის თავდებობით გაიცა აბშილავას ნათესავებზე და მეგობრებზე, ოთხ პირზე. 2014 წლის 4 აპრილს მესამე სადეპოზიტო წელი ამოიწურა, სადაც ფორმალურ მეანაბრეს-ჯაფარიძე წარმოადგენდა. ამ დროისთვის აბშილავას ნათესავებსა და მეგობრების დავალიანება ბანკის მიმართ 759,800 აშშ დოლარს შეადგენდა. ამ დღეს ბანკში გამოცხადებულმა ფორმალურმა მეანაბრემ, ჯაფარიძემ, რეალური მეანაბრის მაისურაძის თანდასწრებით ხელი მოაწერა განცხადებას ჯაფარიძის მიმდინარე ანგარიშზე არსებული 800,000 აშშ დოლარიდან 759,800 აშშ დოლარით აბშილავას კრედიტების დაფარვაზე. ამავე ხელმოწერასთან ერთად ჯაფარიძემ ხელი მოაწერა სალაროს გასავლის ორდერს სესხების გადაფარვის შემდეგ დარჩენილი ნაშთის 40,200 აშშ დოლარის გატანის შესახებ. ამ მომენტში ურთიერთობა ბანკსა და დეპოზიტარს შორის დასრულდა. ამავე დროს აბშილავამ, როგორც კერძო პირმა, საკუთარი ჯიბიდან მაისურაძეს ხელზე გადასცა 60,000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც  აბშილავას პირადმა ვალმა მაისურაძის მიმართ 700,000 აშშ დოლარი შეადგინა. მალევე, აბშილავა გათავისუფლდა ბანკის ფილიალის მმართველის თანამდებობიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააფუძნა. შემდეგი  1 წლის განმავლობაში აბშილავა, როგორც კერძო პირი, მისი მეგობრის მეშვეობით მაისურაძეს(ჯაფარიძის მეშვეობით) ყოველთვიურად უხდიდა 700 000 აშშ დოლარის 12%-ს.  2015 წლის 4 აპრილს აბშილავამ, როგორც კერძო პირმა, ხელზე გადასცა მაისურაძეს და ჯაფარიძეს 200 000 აშშ დოლარი, რის შედეგადაც აბშილავას პირადი  ვალი მაისურაძის მიმართ 500 000 აშშ დოლარი გახდა.  შემდეგი 10 თვის განმავლობაში აბშილავა, როგორც კერძო პირი, მაისურაძეს ყოველთვიურად უხდიდა 500 000 აშშ დოლარის 12%-ს.  2014 წლის 4 აპრილიდან 2016 წლის 4 თებერვლამდე აბშილავას და მასთან დაკავშირებულ პირებს მაისურაძისთვის გადახდილი აქვთ 260 000 აშშ დოლარი და ასევე შესაბამისი პროცენტები. 2015 წლის 6 აპრილს, მას შემდეგ რაც აბშილავამ მაისურაძეს 200 000 აშშ დოლარი დაუბრუნა, ამ უკანასკნელმა ამ თანხიდან 100 000 აშშ დიოლარი აბშილავას საფინანსო კომპანიაში, რაზეც მას წლიური 12, 67% ერიცხებოდა. ბანკთან ჯაფარიძე/მაისურაძე პრეტენზიით გამოცხადნენ 2016 წლის მარტში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც როგორც ჩანს, პრობლემები გაჩნდა მათსა და აბშილავას პირად საქმიან ურთიერთობაში, როდესაც აბშილავამ პირადი ვალის გადახდა ვეღარ შეძლო. 2016 წლის 17 მაისს ბანკმა მიმართა პროკურატურას ამ საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით. 1 თვის წინ პროკურატურამ გამოაქვეყნა გამოძიების შუალედური შედეგები, სადაც შეეხო მხოლოდ ჯაფარიძე-აბშილავას ეპიზოდს, თუმცა ჩვენ ახლახან პროკურატურას მივაწოდეთ სრული დოკუმენტაცია და იმედი გვაქვს, რომ გამოძიება მთლიან სქემას გამოიკვლევს“, - აცხადებენ „ტერაბანკში“. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics