|
2016-11-25 13:34:51, 794 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველოს პატრიოტები“ კიბერდანაშაულის სისხლის სამართლის დანაშაულთან გათანაბრებას მოითხოვენ
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ მიიჩნევენ, რომ კიბერდანაშაული სისხლის სამართლის დანაშაულთან უნდა გათანაბრდეს. ფრაქციის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ასევე კითხვა დაუსვა, ხომ არ ფიქრობს, რომ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ფუნქციური დატვირთვა უნდა შეიცვალოს: „დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებები, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანის უფლებების დაცვა საზოგადოების რაღაც ნაწილს ესმის მხოლოდ როგორც სექსუალური უმცირესობების დაცვა. ეს ასე არ არის. როცა ადამიანის პირად ღირსებას ეხებიან, ესეც ადამიანის უფლებების შელახვაა. სრული განუკითხაობაა ინტერნეტსივრცეში, კიბერდანაშაულის, ინტერნეტდანაშაულის კუთხით. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, მაგრამ აუცილებელია კიბერდანაშაულიც იყოს გათანაბრებული სისხლის სამართლის დანაშაულთან, ჩვენ ამ კანონპროექტს შევთავაზებთ პარლამენტს. როცა მე მემუქრებიან, ესეც არის სისხლის სამართლის დანაშაული. მნიშვნელობა არ აქვს, ქუჩაში მემუქრებიან, თუ ინტერნეტსივრცეში. მე ვარ ის ადამიანი, ვინც უკიდეგანო ლანძღვა-გინების და ფურთხის ობიექტი ვიყავი 12 წლის მანძილზე, ვისთვისაც ძალიან ძნელი იყო პოლიტიკაში შემოსვლა და დამკვიდრება. ვინც იყო ათასგვარი ცილისწამების, დარტყმების ობიექტი და ამას ბევრი ვერ გაუძლებს, ადამიანი თვითმკვლელობამდე მივა ღირსების ისეთ შელახვასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ეს ეხება ყველა სფეროს“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვდებიან.
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)