17:49 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 19:45:12, 749 ნახვა

პოლიტიკა
სერ ალან დუნკანი: საქართველო რეგიონული დემოკრატიის სანიმუშო მოდელს წარმოადგენს

საქართველო არის სანიმუშო მაგალითი თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს შენების თვალსაზრისით - ამის შესახებ ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დუნკამნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
 
მისი თქმით დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს, როგორც ღირსეულ საერთაშორისო პარტნიორს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ალან დუნკანმა  მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის.
 
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი.
" ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, ისევე როგორც აქტიურად ვგულშემატკივრობთ საქართველოს ურთიერთობების განვითარებას ევროკავშირთან და ნატო-სთან. მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმართულებით. ქვეყანა შთამბეჭდავ რეფორმებს ახორციელებს, რომელიც ყველა აქ არსებულ ინსტიტუტს გააძლიერებს და ეკონომიკურად უფრო სტაბილურს გახდის.
 
თქვენი მხარდაჭერა უსაფრთხოების გაძლიერებისადმი და თქვენს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი დადებითად ფასდება ყველა ნატო-ს წევრი ქვეყნის მიერ დიდი ბრიტანეთის ჩათვლით. თქვენ გააღრმავეთ ნატო-სთან მჭიდრო პარტნიორობა მნიშვნელოვანი რესურსით, რაც გეხმარებათ თქვენი მდგრადობისა და ალიანსის გაძლიერებაში" - განაცხადა ალან დუნკანმა.
 
სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბრიტანეთის ურყევ მხარდაჭერას.
"ვეწვევი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს, რათა ჩემი თვალით ვნახო თუ რა გავლენას ახდენს რუსეთის ქმედებები ადგილობრივ  მოსახლეობაზე. რამდენიმე ბრიტანელი მუშაობს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში, რომელთაგან ყველა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერთიან გუნდში. ამგვარად ჩვენ ერთად ვცდილობთ უზრუნველვყოთ რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება"- აღნიშნა მან.
 
სერ ალან დუნკანი საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით სტუმრობს „უორდროპის ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული დიალოგის" ფარგლებში. დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ალან დუნკანი ასევე ეწვია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics