2014-12-31 01:00:13, 4639 ნახვა
პოლიტიკა
საკრებულოს შენობასთან ოთხი მოქალაქე დააკავეს
საპატრულო პოლიციის თანამშრომლება ადმინისტრაციული წესით, აქციის 4 მონაწილე დააკავეს. დაკავებულები მოძრაობა "პარტიზანი მებაღეების" წევრები არიან, რომლებიც თბილისის საკრებულოს შენობასთან, "პანორამა თბილისის" მშენებლობას აპროტესტებდნენ.თბილისის საკრებულოს შესავლელთან დაახლოებით 20-ზე მეტი მოქალაქე იყო, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათ აქვთ საშვები და ღია სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევენ. მათ მიმართეს შენობის წინ მდგარ პოლიციას - რატომ არ იცავენ მოქალაქეების უფლებებს.
საკრებულოს სხდომიდან მოქალაქეებთან შესახვედრად გამოვიდა "ფრაქცია ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" წევრი დავით ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ საკრებულოსთან მყოფ მოქალაქეებს ჰქონდათ სხდომაზე დასწრების უფლება.
აღნიშნულის შემდეგ მიმართეს საკრებულოს სხდომის დასწრების მსურველებს, მისულიყვნენ დადიანის ქუჩიდან საკრებულოს შესასვლელში, საიდანაც მათ საშვებით შეიყვანენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან