06:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 17:40:07, 569 ნახვა

სამხედრო
„უორდროპის ქართულ-ბრიტანული დიალოგი“ სტრატეგიულ ფორმატში გადავიდა

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატმა - „უორდროპის დიალოგი“ სტრატეგიული ფორმატის სახე შეიძინა და „უორდროპის ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული დიალოგი“ ეწოდა. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა „უორდროპის დიალოგის“ მესამე რაუნდის ფარგლებში მიიღეს. „უორდროპის დიალოგის“ პლენარული სესია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გაიმართა. სესიას, რომელიც პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების განხილვას დაეთმო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო. გამომსვლელებმა ყურადღება საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთის ფაქტორზე გაამახვილეს. სესიაზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პროცესში, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, დიდი ბრიტანეთის მხარდარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ხაზგასმით აღინიშნა. 

„უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში საქართველოში ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დუნკანი იმყოფება. სერ ალან დუნკანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციიაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მისწრაფების კუთხით მხარდაჭერა გამოხატა.

ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის ფორმატი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის 2014 წელს დაფუძნდა. იგი ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და განიხილება პოლიტიკურ, უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურისა და, განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics