16:24 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 15:56:52, 652 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ახალი, სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავიდა

ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალი, სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავიდა, რაც უკვე არსებული მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ „უორდროპის დიალოგის" პლენარული სესიის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. 

მინისტრის განცხადებით, მისასალმებელია, რომ "უორდროპის დიალოგი", რომელიც ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების ფართო დღის წესრიგს მოიცავს, პარტნიორობის ახალ ფორმატზე გადავიდა და დღეიდან სტრატეგიული დიალოგის ფორმატის სახელი დაერქვა.

„სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ახალი ეტაპი ჩვენი თანამშრომლობის, რომელიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა უსაფრთხოება, თავდაცვა, ეკონომიკა, ვაჭრობა, ბიზნესი და განათლება. ყველაფერი ეს მნიშვნელოვნად ეხალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენს ურთიერთობებს და პარტნიორობის ახალ პრიორიტეტებს შექმნის", - განაცხადა ჯანელიძემ.

ამასთან, ჯანელიძემ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა.  

„საქართველო დიდად აფასებს დიდი ბრიტანეთის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა. უელსის სამიტზე არსებითი პაკეტის მიღება, ისევე როგორც ვარშავის სამიტზე შავი ზღვის რეგიონში ნატოს ყოფნის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ლონდონის მტკიცე და პრინციპული პოზიციით გახდა შესაძლებელი", - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა. 

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იმ დროს როცა ევროპა და მთელი საერთაშორისო საზოგადოება ტერორიზმის, მიგრაციული კრიზისის და შიდა არეულობებით გამოწვეული საფრთხეების წინაშე დგას, საქართველო არის საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში სანდო პარტნიორი და დემოკრატიის კუთხით მისაბაძი ამ რთულ რეგიონში.

"მიუხედავად გამოწვევებისა საქართველო ენთუზიაზმით ადგას არჩეულ გზას და საქართველოს მოსახლეობა მყარად უჭერს მხარს ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას", - აღნიშნა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა პლენარულ სხდომაზე  სიტყვით გამოსვლისას ქვეყნებს შორის განათლების სფეროში არსებულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განათლებაა. ჩვენ მადლიერები ვართ დიდი ბრიტანეთის იმ საერთაშორისო სასწავლო პროგრამებისთვის, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ქართველ ახალგაზრდებს მიიღონ საუკეთესო განათლება მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეხვედრაზე ასევე საქართველოსა და რეგიონში არსებული გამოწვევები, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, უსაფრთხოების, თავდაცვის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების დარგში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე გამახვილდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics