19:07 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 18:50:35, 456 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ერთი რამე, ყველამ კარგად გავიგეთ - ივანიშვილის ტყუილები არ იჭმევა

„ერთი რამე, ყველამ კარგად გავიგეთ - ივანიშვილის ტყუილები არ იჭმევა“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა „თავის ყოველდღურ ტყუილებში ბოლომდე გაიჭედა და გაიხლართა“.

„ქვეყანა ღარიბდება, ოჯახები ისევ წელში წყდებიან, საქართველო ისევ დაჩოქვისკენ მიდის, საწარმოები და სხვა ბიზნესები იხურება, სამუშაო ადგილები იკარგება და ერთი რამე, ყველამ კარგად გავიგეთ - ივანიშვილის ტყუილები არ იჭმევა. ივანიშვილის ოცნებას ხალხისთვის ხეირი არ მოაქვს. ამ მთავრობამ, რომელმაც მიიღო ხალხის დიდი ნდობა, სულ რაღაც ცოტა ხნის წინ, ეს ნდობა მთიანად გაფლანგა, დახარჯა და ახლა არის მთლიანად გაკოტრებული, პრაქტიკულად მთელი საქართველოს და მსოფლიოს თვალში. ეს მთავრობა მთელ ამ პერიოდში, თავის ყოველდღურ ტყუილებში ბოლომდე გაიჭედა და გაიხლართა. ტყუილი აღმოჩნდა მისი უკლებლივ ყველა დაპირება. ტყუილი იყო დაპირება, დენისა და გაზის გაიაფებაზე, ტყუილი იყო დაპირება იმის შესახებ, რომ უფასოდ მოგიხნავდნენ, მიწას დაგიმუშავებდნენ და უფასოდ მიგიტანდნენ გასაღების ბაზარზე, ტყუილი იყო დაპირება უფასო ფულზე და უფასო კრედიტებზე ბანკებიდან, ტყუილი იყო დაპირება, რომ რუსეთთან დაგვილაგებდნენ ურთიერთობას და ნატო-ში შეგვიყვანდნენ. ახლა საკითხი იმაზე კი არ დგას ვინ რომელ პარტიაში ვართ, ვის როგორი წარსული ან შეხედულებები გვაქვს, ახლა საკითხი დგას ასე, მოვაშორებთ თუ არა ხელისუფლებას თავის საცეცებით, ამ ტყუილებით ქვეყნის გამბერავ ოლიგარქს და დავიხსნით თუ არა საქართველოს მისი მარწუხებისგან, იმ ტყუილებისგან, რომელიც მათ ქვეყანას თავს მოახვიეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics