01:11 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 11:48:38, 3984 ნახვა

კულტურა
თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება

სასტუმროში ''Rooms Hotel  Tbilisi'' (დარბაზი - Master Room), დღეს 13:00 საათზე  თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართება.

ფესტივალი 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს პოლიტიკას ეძღვნება. პოლიტიკური კინოსადმი მიძღვნილი სექცია “Bios Politikos”(პოლიტიკური ცხოვრება) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ 10 დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმს აერთიანებს.

თითოეული მათგანი არსებულ გლობალურ და ლოკალურ დაძაბულობებს, პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიურობას, პოლიტიკის მომიჯნავე სფეროებთან ურთიერთობის სირთულეებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხს ეხმიანება.

28 ნოემბერს 19:00 საათზე კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი ცნობილი გერმანელი რეჟისორის მარგარეტე ფონ ტროტას ფილმის „როზა ლუქსემბურგის“ ჩვენებით გაიხსნება.

თბილისის კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობს ევროპელიკინორეჟისორების 10 სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ან მეორე მხატვრული ფილმი.

ტრადიციულად საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესორეჟისურა  ვერცხლის პრომეთეებით დაჯილდოვდებიან.

საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს. ჟიურის თავმჯდომარე საფრანგეთში მცხოვრები კანადელი მსახიობი და ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ალექსანდრა სტიუარტია.

ჟიურის წევრები იქნებიან ასევე - გერმანელი პროდიუსერი პეტერ რომელი, იტალიელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მწერალი დავიდე ფერარიო, შვედი კინოკრიტიკოსი ევა აფ გეიერსტამი და ქართველი კინოპროდიუსერი გია ბაზღაძე.

წელს მეოთხედ გაიმართება ეროვნული კონკურსი, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება და მასში წინა წლებისგან განსხვავებით, სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები მიიღებენ მონაწილეობს. შესაბამისად,  გამარჯვებულები 3ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესოდოკუმენტური ფილმი. ჟიურის წევრები კი გერმანელი კინომცოდნე და კრიტიკოსი ულრიხ და ერიკა გრეგორები და საფრანგეთში მცხოვრები ამერიკელი კინოკრიტიკოსები ლისა ნესელსონი და გლენ მირენი იქნებიან.

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალს 3 დეკემბერს 19:00 საათზე ირანელი რეჟისორის აბას კიაროსტამის ბოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „წამიყვანე სახლში“ დახურავს.

ფესტივალის გენერალური სპონსორია აჭარანეტი. ქართულ პანორამას წარმოადგენს „პაშა ბანკი“. პოლიტიკის სექციის მხარდამჭერია ფონდი ღია საზოგადოება საქართველო. ფესტივალის ოფიციალური მასპინძლია  სასტუმრო „რუმს თბილისი“. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics