|
2015-03-21 18:14:02, 409 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: სამწუხაროდ, დღეს იგივე მიზანი გვამოძრავებს, რაც გვამოძრავებდა 2003 წელს
„სამწუხაროდ, დღეს იგივე მიზანი გვამოძრავებს, რაც გვამოძრავებდა 2003 წელს, ისევ გადასარჩენი გვყავს ჩვენი ქვეყანა“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. როგორც ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავს დამანგრეველი მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია აშენება და მხოლოდ ნგრევა შეუძლია. „2003 წელს, ჩვენ ყველანი დავდექით ერთად იმისათვის, რომ საქართველო გადაგვერჩინა იმ ჯოჯოხეთისგან, რომელშიც იმყოფებოდა მთელი 90-იანი წლები, უძრაობისგან, უპერსპექტივობისგან, ამავე ადგილზე ვიყავით შეკრებილი იმ დიდი მოვლენების წინ. დღეს, ბევრი ახალი ადამიანი შემოგვიერთდა, ახალი თაობა შემოგვემატა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს იგივე მიზანი გვამოძრავებს, რაც გვამოძრავებდა 2003 წელს, ისევ გადასარჩენი გვყავს ჩვენი ქვეყანა, ისევ საშველი გვყავს ჩვენი ერი, ისევ ამოსაყვანი გვყავს ჭაობიდან და წუმპედან, რომელშიც ხელახლა აღმოვჩნდით, ისევ განვითარების რელსებზე გვჭირდება დაბრუნება, იმიტომ, რომ ჩვენ ამ რელსებიდან ჩამოვედით, ისევ საჭიროა დიდი დაბრკოლებების გადალახვა იმისათვის, რომ ის უბედურება რაც ახლა არის, ყველაფერი უკან მოვიტოვოთ. სამწუხაროდ ახლა ისევ გაგვაერთიანა იმ ამოცანამ, რომ საქართველო გადავარჩინოთ ამ დამანგრეველი მთავრობისგან, რომელსაც უბრალოდ ქრონიკულად არ შეუძლია აშენება და შეუძლია მხოლოდ ნგრევა და რომელმაც დააბრუნა აჩრდილები 90-იანი წლების“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. ადგილი სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)