10:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 23:52:03, 676 ნახვა

საზოგადოება
მშვენიერაძე: კოლეგიამ, როდესაც საქმე გადაულოცა დიდ პალატას, მოიხსნა პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტვირთი

კოლეგიამ, როდესაც საქმე გადაულოცა დიდ პალატას, მოიხსნა პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტვირთი, - ასე აფასებს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე უზენაესი სასამართოს გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"-ის საქმეზე. 

გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ ეს დავა მხოლოდ იმიტომ არის, რომ რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლებისთვის მიუღებელია.

"რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა 2012 წლის არჩევნების შემდგომ რომ ყოფილიყო ისეთივე, როგორიცა არის იმედის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა ქიბარ ხალვაშის სახელით წარმოებული დავა არ იარსებებდა. ეს დავა მხოლოდ იმიტომ არის, რომ რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი," - განაცხადა მშვენიერაძემ გადაცემა "არჩევანში".

მან აქვე დასძინა, რომ დიდი პალატის მოსამართლეებს რუსთავი2-ის საქმის განხილვისას "მარტივი ტესტის ჩაბარება მოუწევთ".

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ რუსთავი2-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს მიიღო. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics