16:23 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 22:23:10, 1520 ნახვა

სამართალი
„გოგირდის აბანოებთან“ წაგებულ საქმეს GWP სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ “გოგირდის აბანოების“ წარმომადგენლების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გეგმავს. 

როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, კომპანიას სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია, შესაბამისად ვრცელ კომენტარს ვერ გააკეთებენ.

“ცნობილია ის, რომ კომპანია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, ვინაიდან საქმის მასალები არ გვაქვს ჯერ, დამატებით კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებთ“, – აცხადებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.

შეგახსენებთ, რომ “გოგირდის აბანოების“ წარმომადგენელბსა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვების ეტაპი ორშაბათს, აბანოების სასარგებლოდ დასრულდა.

შპს „ნარიყალას“ დირექტორი ნოდარ ტოტოღაშვილი აცხადებს, ბანოები ფუნქციონირებას ჩვეულ რიტმში განაგრძობს და აღარ გადაიხდის წყლის კომპანიის მიერ დაკისრებულ დავალიანებას, რაც დაახლოებით, 100 ათასამდე ლარს შეადგენდა.

ნოდარ ტოტოღაშვილის თქმით, „მოსამართლე ხათუნა კაკაბაძემ ისტორიული და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო“.

„აბანოები ფუნქციონირებას ჩვეულ რიტმში განაგრძობს და აღარ გადაიხდის წყლის კომპანიის მიერ დაკისრებულ დავალიანებას, რაც დაახლოებით, 100 ათასამდე ლარს შეადგენდა. კომპანიის მოთხოვნა იყო, სასამართლოს იძულებით დაეკისრებინა ჩვენთვის დავალიანების გადახდა. სასამართლო გადაწყვეტილებით, ასევე მოეხსნა ჩვენ ქონებას ყადაღა. იმედი გვაქვს, შემდეგ ინსტანციებშიც გონივრული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.

შპს ნარიყალას დირექტორის თქმით, მას შემდეგ, რაც წყლის კომპანიამ ტარიფი თვითნებურად გაზარდა, აბანოების გასავალი, დაახლოებით, 800%-ით გაიზარდა – GWP- თვის გადასახდელმა თანხამ 11 ათას 500 ლარი შეადგინა, რაც შემოსავლების დახლოებით, 40%-ს უდრის.

აბანოების ხელმძღვანელობა წყლის კომპანიისთვის სემეკი-ს მიერ მინიჭებული ნების უსამართლოდ გამოყენებაზე მიუთითებდა და აღნიშნავდა, რომ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” მაქსიმალური გადასახადი დაუწესა არამხოლოდ აბანოებს, არამედ, სახელმწიფო დაწესებულებასაც.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებდნენ, რომ „აბანოებს ჩამდინარე წყლის გადასახადი, სემეკი-ს მიერ დადგენილი ტარიფით და მათ მიერ მოხმარებული წყლის გაზომვის შედეგად დაუწესდათ; აბანოს ხელმძღვანელებს გადასახადის გადახდა არ სურდათ და მათ პოზიციას საფუძველი არ ჰქონდა“.

სასამართლო დავის პარალელურად, აბანოების თანამშრომლები აქციებს მართავდნენ. წყლის გაზრდილ ტარიფს აპროტესტებდნენ და დაკისრებული დავალიანების ჩამოჭრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა აქციები ჯერ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფისთან, შემდეგ სემეკ-თან, თბილისის მერიასა და გოგირდის აბანოებთან გამართეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics