10:47 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 18:12:38, 656 ნახვა

სხვადასხვა
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში  ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის 25-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა. 

როგორც უწყებიდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ,,ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყანაში ვეტერინარული განათლების, როგორც რეგულირებადი პროფესიის მნიშვნელობაზე, ასევე ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობისა  და  კონტროლის  კუთხით  განხორციელებულ ღონისძიებებზე. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ქვეყნის მთავარმა ვეტერინარმა, მიხეილ სოხაძემ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მსხვილფეხა პირუტყვის ვირუსული დაავადების - ნოდულარული დერმატიტის (Lumpy Skin Disease) საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცხოველთა ჯანმრთელობის დასაცავად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და ვეტერინარებთან  აქტიური თანამშრომლობა. ქვეყანაში  ვეტერინარის პროფესიის პოპულარიზაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ცხოველთა ჯანმრთელობისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის დაცვას, რაც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - მეცხოველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ლაბორატორიის, ასევე ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარატამენტის (USDA), შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA), ევროკავშირის (EU),  გაერთიანებული ერების სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და  საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები.

საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა აყალიბებს ხედვას, ამოცანებს, მიზნებსა და სპეციფიურ პრიორიტეტებს, რათა გაუმჯობესდეს ცხოველთა ჯანმრთელობა და განვითარდეს ვეტერინარული სექტორი. 

ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის სამუშაო შეხვედრები პერიოდულად, სამ თვეში ერთხელ იმართება. 


(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics