|
2016-11-22 15:13:31, 636 ნახვა
პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე ვიქტორ დოლიძის მინისტრად დანიშვნას დადებით ტენდენციას უწოდებს
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ვიქტორ დოლიძის დანიშვნას დადებით ტენდენციას უწოდებს. როგორც საყვარელიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, დადებითი მოვლენაა, რომ მინისტრის პოსტზე დაინიშნა ადამიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრი არ არის. „ვიქტორ დოლიძის დანიშვნა, ადამიანის, რომელიც არ განეკუთვნება „ქართულ ოცნებას“ დადებით მოვლენად მიმაჩნია. ეს ნიშნავს იმას, რომ კურსი არ არის აღებული მხოლოდ იმაზე, რომ ერთი პარტია იყოს წამყვანი კადრების დაკომპლექტებაში. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის დადებითი ტენდენცია“,-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. რაც შეეხება, მინისტრთა ახალ კაბინეტში ეკონომიკური ბლოკის ცვლილებას, საყვარელიძემ აღნიშნა, რომ „ამ მიმართულებით საყურადღებო დანიშვნებია“. „მეეჭვება, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები იყოს, გარდა იმისა, რომ საყურადღებო დანიშვნებია და ვნახოთ რა იქნება“,-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში ნოდარ ხადური და ნოდარ ჯავახიშვილი ვერ მოხვდნენ. ხადურს ფინანსთა მინისტრის პოსტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩანაცვლებს, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას კი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაიკავებს. ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლებს, რომელიც მცირე ხნით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. გარდა ამისა, ცვლილება შეეხო ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის აპარატსაც. სახელმწიფო მინისტრის პოსტს „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე დაიკავებს. როგორც უკვე ცნობილია, დავით ბაქრაძე აშშ-ში ელჩად გააგრძელებს მოღვაწეობას. ენერგეტიკის მინისტრად ბრუნდება კახი კალაძე. მინისტრის მოვალეობას ამ დრომდე ილია ელოშვილი ასრულებდა, რომელიც საქმიანობას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე გააგრძელებს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მას კვლავ ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. სხვა უწყებებს ცვლილებები არ შეხებია. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იუსტიციის მინისტრად კვლავ თეა წულუკიანი წარადგინა, შს მინისტრად-გიორგი მღებრიშვილი, თავდაცვის მინისტრად-ლევან იზორია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად-გიგლა აგულაშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად-კახა კახიშვილი, განათლების მინისტრად-ალექსანდრე ჯეჯელავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად-ქეთევან ციხელაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად-სოზარ სუბარი, საგარეო საქმეთა მინისტრად-მიხეილ ჯანელიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად-დავით სერგეენკო. მთავრობის განახლებული შემადგენლობა დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება. საკანონმდებლო ორგანომ მათ ნდობა უნდა გამოუცხადოს.
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)