15:01 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 15:06:10, 695 ნახვა

პოლიტიკა
მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახე იქნება

მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში 3 ახალი სახე იქნება.

ცვლილებები ფინანსთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შეეხო.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე, ხოლო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ვიქტორ დოლიძე წარადგინა.

სხვა სამინისტროებში ცვლილებები არ განხორციელებულა. ენერგეტიკის სამინისტროს კვლავ კახი კალაძე უხელმძღვანელებს; იუსტიციის სამინისტროს - თეა წულუკიანი; დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც აქამდე ეკონომიკის მინისტრის მოვალეობას ასრულდება, ფინანსთა სამინისტროს ჩაუდგება სათავეში; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იქნება; სოფლის მეურნეობის მინიტრი ლევან დავითაშვილი; თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია; შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი; შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო; სასჯელაღსრულების მინისტრი - კახა კახიშვილი; ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - სოზარ სუბარი; გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი; სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს - ტარიელ ხეჩიკაშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე.

რაც შეეხება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რომელსაც გელა დუმბაძე ხელმძღვანელობდა, აღნიშნული უწყება გაუქმდა და მის ფუნქციებს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეითავსებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics