|
2016-11-22 14:47:47, 667 ნახვა
პოლიტიკა
„ის ადამიანები, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში არ არიან წარმოდგენილი, მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას
„უპირველეს ყოვლისა მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან წარმოდგენილი, თუმცა ისინი ცხადია დარჩებიან ჩვენი გუნდის წევრებად და მნიშნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების წარდგენამდე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ძველ შემადგენლობას მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. „2016 წლის საპარალამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან მაღალი მხარდაჭერა მიიღო და უმრავლესობით დააკომპლექტა მეცხრე მოწვევის პარლამენტი. კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურების თანახმად საქართველოს პარლამენტმა ახლა უკვე მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს მთავარობის ახალ შემადგენლობას. ჩემი როგორც მომავალი მთავარობის მეთაურის უმთავრესი ამოცანაა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ საქართველოში არსებული დემოკრატიული გარემო, უსაფრთხოების ხარიხსი და ამავდროულად უზრუნველვყოთ ქვეყნის სწრაფი განვითარება. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად შემუშავებული იქნა რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა და სწორედ ამ რეფორმების ეფექტურად განხორციელების მიზნით პარლამენტს წარვუდგენ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას. დღეს როდესაც მოვლენები სწარფი ტემპით იცვლება, სწრაფად ვითარდება გარემოებები, ჩვენს წინაშე ყოველდღიურად დგება ახალი გამოწვევები და ჩვენ ვალდებულები ვართ ამ გამოწვევებს ახალი ენერგიით, სწრაფი და ეფექტიანი ქმედებებით ვუპასუხოთ. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრთა კაბინეტის ძველ შემადგენლობას, რომელთან ერთადაც ქვეყნის ბევრი მნიშნელოვანი საქმე გავაკეთეთ და რომლის თითოეულ წევრთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს. უპირველეს ყოვლისა მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან წარმოდგენილი, თუმცა ისინი ცხადია დარჩებიან ჩვენი გუნდის წევრებად და მნიშნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)