08:29 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 10:48:59, 610 ნახვა

საზოგადოება
რუსეთში ერთ-ერთი კომპანიის ონლაინ-გაყიდვებიდან იმიტირებული ღვინოებია ამოღებული

 სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების  ეროვნული ცენტრის „საქპატენტის" ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის ღვინის ბაზარზე ოპერირებადი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია „აგორას" ონლაინ-გაყიდვებიდან ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების ღვინის იმიტაციით წარმოებული ღვინის ამოღება მოხდა.

 "2016 წლის სექტემბრში ღვინის ეროვნულ სააგენტოსათვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია „აგორა" (http://www.agora-group.ru/) ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების - „ხვანჭკარა" და „ქინძმარაული" - იმიტაციით, კრასნოდარის მხარეში წარმოებული ღვინის რეალიზაციას ახდენდა. კერძოდ,სარეალიზაციოდ შეთავაზებული პროდუქტის ეტიკეტებზე დატანილი იყო აღნიშნვნა „ХВАНЧМАРАУЛИ".

 ღვინის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების  ეროვნული ცენტრის „საქპატენტის" ერთობლივი მუშაობის შედეგად, კომპანიის ონლაინ გაყიდვებიდან ამოღებულია ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების - „ხვანჭკარასა" და „ქინძმარაულის" იმიტაციით ეტიკეტირებული ღვინო",-ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, ანდრო ასლანიშვილის განმარტებით,  ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ 2016 წელს „საქპატენტის" მიერ რუსეთის ფედერაციაში სსიპ ღვინის ეროვნულისააგენტოს სახელზე დარეგისტრირდა ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებები „ხვანჭკარა" და „ქინძმარაული".

"ღვინის ეროვნულ სააგენტო კვლავაც განაგრძობს მუშაობას ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების საერთაშორისო დაცვის კუთხით" - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics