2016-11-22 09:01:21, 867 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს დღეს წარადგენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს დღეს წარადგენს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, წარდგენა მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე გაიმართება.
ხვალვე, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან