2016-11-21 16:02:24, 770 ნახვა
პოლიტიკა
სანდრა რულოვსმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმართა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სანდრა რულოვსმა მეცხრე მოწვევის პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების მიზნით მიმართა.
მიმართვა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა.
როგორც საპარლამენტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა, მისი კომიტეტი რულოვსისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების პროცესს დაიწყებს.
შეგახსენებთ, სანდრა რულოვსი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის მეორე ნომერია. მან პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან