2015-03-21 15:39:32, 360 ნახვა
პოლიტიკა
ორბელიანის მოედნიდან კოლონა თავისუფლების მოედანზე მივიდა
ორბელიანის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე აქციას შეუერთდნენ. აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ „წადი“ „გადაგეს მთავრობა“ „არ გვჭირდება უნიათო მთავრობა“
მომიტინგეებს გამოტანილი აქვთ ევროკავშირის, ნატოს და უკრაინის დროშები ასევე, პლაკატები თუ რომელ რეგიონებს წარმოადგენენ ისინი. პუშკინის ქუჩაზე ძირითადად, კახეთი შიდა და ქვემო ქართლის მოსახლეობა შეიკრიბა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან