13:37 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 14:21:25, 747 ნახვა

პოლიტიკა
8 კომიტეტის თავმჯდომარეების მოადგილეები უკვე აირჩიეს

14 კომიტეტიდან 8 კომიტეტის  თავმჯდომარეების მოადგილეები  უკვე აირჩიეს და თითოეული კომიტეტის დებულება შეიმუშავეს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძეა, მოადგილეები რატი იონათაშვილი და გიორგი ტუღუში. კომიტეტის შემედგენლობაში არიან დეპუტატები : სავანან მირზოევი,  რუსლან პოღოსიანი,  კობა ლურსმანაშვილი,  ეკა ბესელია,  ოთარ ჩრდილელი,  ფატი ხალვაში,  ენზელ მკოიანი,  ლევან ბეჟანიძე, ირმა ინაშვილი,  ელენე ხოშტარია, სერგო რატიანი, სერგი კაპანაძე. კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირინა ფრუიძე,ხოლო მოადგილეებად საპარლამენტო უმრავლესობიდან ბექა ნაცვლიშვილი, უმცირესობიდან კი, გიორგი კანდელაკი აირჩია. დღესვე, კომიტეტის წევრებმა კომიტეტის დებულება შეიმუშავეს, რომელიც დასამტკიცებლად ბიუროს წარედგინება. კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავაა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის შემადგენლობაში შედიან:  ირინა ფრუიძე, ბექა ნაცვლიშვილი, სოფიო ქაცარავა გიორგი მოსიძე, ირაკლი აბუსერიძე, ცოტნე ზურაბიანი ,გურამ მაჭარაშვილი, მერაბ ქვარაია, გია გაჩეჩილაძე, გიორგი კანდელაკი, თინათინ ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, გიორგი ლომია.

დღესვე  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართა. სხდომამ, პირველ რიგში, კომიტეტის დებულება შეიმუშავა, სადაც განსაზღვრულია კომიტეტის უფლებამოსილება, მისი საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, კომიტეტის თავმჯდომარის, მოადგილეების, წევრების უფლებამოსილებასა და კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას წინადადებით, დებულებას ერთი პუნქტი დაემატა, რომლის თანახმად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მრჩეველთა ჯგუფის შექმნის ან მოწვევის შესაძლებლობა ექნება. მისი განმარტებით, ეს არ არის ანაზღაურებადი საქმიანობა და იქნება კომიტეტის მუშაობის გაძლიერების ერთ-ერთი ფორმატი გარე ექსპერტების მხრიდან. კომიტეტის დებულება დასამტკიცებლად პარლამენტის ბიუროს წარედგინება. როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც დებულების შემდგომ დახვეწაზე იმუშავებს.

დებულების შემუშავების შემდეგ, კომიტეტმა თავის წევრთაგან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით კომიტეტის თავმჯდომარის 2 მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე აირჩია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ვანო ზარდიაშვილი იქნა არჩეული, რომლის კანდიდატურაც, რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ წარადგინა. მისივე განცხადებით, უმრავლესობის კვოტით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კიდევ ერთი კანდიდატურის თაობაზე კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება და შემდგომი სხდომისთვის შემოთავაზებული იქნება შესაბამისი კანდიდატი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ოპოზიციის კვოტით, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ნატო ჩხეიძე აირჩია. მას მხარი რვა დეპუტატმა დაუჭირა. ნატო ჩხეიძესთან ერთად, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე კენჭს იყრიდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე, რომელსაც მხარი ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ კი,  კოლეგებს, თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე, ნინო გოგუაძე, მოადგილეებად კი,  საპარლამენტო უმრავლესობიდან, დიმიტრი ცქიტიშვილი, უმცირესობიდან კი, სალომე სამადაშვილისკანდიდატურები წარუდგინა, რომელსაც კომიტეტის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შემადგენლობაში სოფიო ქაცარავასთან ერთად არიან: ნინო გოგუაძე; დიმიტრი ცქიტიშვილი; სალომე სამადაშვილი; ისკო დასენი; გიორგი ვოლსკი; ზვიად კვაჭანტირაძე; ნინო წილოსანი; თამარ ხულორდავა; გიორგი წერეთელი; არჩილ თალაკვაძე; ადა მარშანია; გიორგი ბოკერია; რამაზ  ნოკოლაიშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი.

თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები აირჩიეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის პირველ სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძეა, ხოლო მოადგილეები -ლევან კობერიძე და გიორგი წერეთელი.

დღესვე, კომიტეტის წევრებმა დებულება შეიმუშავეს, რომელიც დასამტკიცებლად ბიუროს წარედგინება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეა.

საკითხთა კომიტეტის შემადგენლობაში, აკაკი ზოიძესთან ერთად, არიან: დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე, მარიამ ჯაში, მირიან წიკლაური, დიმიტრი მხეიძე, რატი იონათამიშვილი, კობა ნაკაიძე, სვეტლანა კუდბა, ელგუჯა გოცირიძე, ილია ნაკაშიძე, გიორგი წერეთელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლელა ქებურია და ელენე ხოშტარია.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე უძღვებოდა, დეპუტატებმა კომიტეტის დებულება შეიმუშავეს, რომელიც დასამტკიცებლად ბიუროს წარედგინება.

დღევანდელ სხდომაზევე კანონმდებლებმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა მხარი თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე პაატა კვიჟინაძეს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების პოზიციებზე კი საპარლამენტო უმრავლესობიდან ირაკლი ბერაიასა და უმცირესობიდან რომან გოცირიძეს ერთხმად დაუჭირეს.

რეგიონული პოლიტიკისა და თითმმართველობის კომიტეტმა ერთხმად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ერეკლე ტრიპოლსკი, მოადგილეებად კი საპარლამენტო უმრავლესობიდან მერაბ ქვარაია და უმცირესობიდან მამუკა ჩიქოვანი აირჩია.

დღესვე, დეპუტატებმა კომიტეტის დებულება შეიმუშავეს, რომელიც დასამტკიცებლად ბიუროს წარედგინება.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის პირველ სხდომას, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი უძღვებოდა.

კომიტეტის შემადგენლობაში შედიან: ერეკლე ტრიპოლსკი, მერაბ ქვარაია, პაატა მხეიძე, სავალან მირზოევი, ზაზა გაბუნია, ცოტნე ზურაბიანი, არჩილ ხაბაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბექა ოდიშარია, გოგა გულორდავა, მამუკა ჩიქოვანი, აკაკი ბობოხიძე, ლაშა დამენია, აზერ სულეიმანოვი.

ასევე, თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს და კომიტეტის დებულება შეიმუშავეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე.  კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი იქნება, ხოლო მოადგილე უმცირესობის კვოტით - სერგო რატიანი.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, უმრავლესობას თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურა ჯერ არ მოუწოდებია. აღნიშნული საკითხი კომიტეტის უახლოეს სხდომაზე გადაწყდება.

კომიტეტის შემადგენლობაში არიან დეპუტატები : ალექსანდრე ქანთარია, ზაზა პაპუაშვილი, რუსლან გაჯიევი, ზაზა გაბუნია, გია ჟორჟოლიანი, რევაზ არველაძე, ფატი ხალვაში, სალომე ზურაბიშვილი, კობა ნაყოფია, ლელა ქებურია, სერგი კაპანაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა ომბუდსმენის სარჩელი იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე
ენმ: ვიცით ის პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ ხაბეიშვილის წამებაში
კუპრაძე - ახალი კონტრაქტით, ოცნება აპირებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და გეგმას გადახედოს
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics