13:37 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 14:03:43, 764 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში კონფერენცია „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ გაიმართება

თბილისში, სასტუმროში „ბილტმორი“ ხვალ კონფერენცია - „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ ჩატარდება .

კონფერენცია საქართველოს მთავრობასა და  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმით  განსაზღვრული ინიციატივების ფარგლებში გაიმართება, რაც ყოველწლიურად, მაღალი დონის, ერთობლივი კონფერენციის ჩატარებას ითვალისწინებს.

ღონისძიების მიზანი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში  სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობის ხელშეწყობაა. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა  ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული  სექტორული თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტების განხილვას.

კონფერენციას გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  გიორგი კვირიკაშვილი.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ იანოშ ჰერმანი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში, და ნილს სკოტი - გაეროს ელჩი საქართველოში, და დავით ბაქრაძე - საქართველო სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

კონფერენციაში  მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის წარმომადგენლები საქართველოში.

კონფერენცია ჩატარდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით. ღონისძიების  ფინანსური მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა  (UNDP) საქართველოში  და შვედეთის მთავრობა.  

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა ომბუდსმენის სარჩელი იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე
ენმ: ვიცით ის პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ ხაბეიშვილის წამებაში
კუპრაძე - ახალი კონტრაქტით, ოცნება აპირებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და გეგმას გადახედოს
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics